ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 164
თარიღი: 2014-10-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოების საზოგადოებრივი დარბაზისა და მრჩეველთა საბჭოს ფორმირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 

 

 ალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებუ­ლოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის #34 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და  მე-100 მუხლის შესაბამისად, ქალაქ  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ :

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საზოგადოებ-რივი დარბაზების ჩამოყალიბების მიზნით 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე განხორციელდეს დარბაზში გაწევრიანების მსურველი პირების რეგისტრაცია.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებით სხვა ორგანიზა-ციული ღონისძიების განხორციელება.

3. საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარეები, დარბაზის წევრთა შემადგენლო-ბიდან, დარბაზის პირველ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, 2 წლის ვადით არჩეულ იქნენ არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

4.  ეთხოვოს ქ. ბათუმში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს 2014 წლის 20 ნოემბრამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს წერილობით წარმოუდგინონ შესაბამისი  სექტორის ორ-ორი წარმომადგენლის კანდიდატურა, რომლებიც 2 წლის ვადით იმუშავებენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში. კადიდატურების შერჩევა უნდა განხორციელდეს  შესაბამისი სექტორის შიგნით, ამ სექტორის წარმომადგენლების მიერ ურთიერთ კონსულტაციებისა და შეთანხმების საფუძველზე.

5. ეთხოვოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრამდე პირველი სხდომის ჩატარება.

6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება და განკარგულების შინაარსის შესახებ მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებით საზოგადოების ინფორმირებულება.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები