ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 163
თარიღი: 2014-10-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

 „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმო-ქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“.

 

ბ)  განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს უფლებამოსილების ვადით შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)

ლევან კინწურაშვილი

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);

 

 

ბ)

ირაკლი მიქელაძე

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

(კომისიის თავმჯდომარის მოადგილე).

 

          

 კომისიის წევრები:

 

 

გ)

ნოდარ დუმბაძე

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

 

 

დ)

მამუკა რამიშვილი

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამ­სახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი;

 

ე)

რეზო ხახვა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური  სამსახურის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი;

 

ვ)

გიორგი რუხაძე

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმი­ანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

 

 

 

ზ)

ანზორ თაფლაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელი;

 

 

თ)

ზურაბ ჭურკვეიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.

 

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

  

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები