2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - კულტურის განვითარების ხელშეწყობა დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და განკარგულებით დამტკიცებული ქვეპროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“ (ქვეპროგრამული კოდი 05 02 01), ქვეპროგრამა „ბათუმი არტი - ფესტივალების ქალაქი“ (ქვეპროგრამული კოდი 05 02 02) და ქვეპროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ (ქვეპროგრამული კოდი 05 02 04) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 02 01);
ბ) ქვეპროგრამა „ბათუმი არტი - ფესტივალების ქალაქი“ (პროგრამული კოდი 05 02 02);
გ) ქვეპროგრამა „ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 02 03);
დ) ქვეპროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 02 04);
ე) ქვეპროგრამა „ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 02 06).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი