2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეიქმნას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია (შემდგომში - „კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
კომისიის წევრები:
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე (მთავარი არქიტექტორი);
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული არქიტექტურული საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წინამდებარე განკარგულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 16 დეკემბრის #81 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი