ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 22
თარიღი: 2010-09-20
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22

2010 წლის 20 სექტემბერი

ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტა­რიზაცი­ის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 1-სა.

2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 2-სა.

3. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწი­ლეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტა­რიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 3-სა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკო­მერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №16-4 დადგენილება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   გიორგი კირთაძე

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2010 წლის 20 სექტემბერი №22


დანართი 1

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.

2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენატრიზაციისა და ჩამოწერის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერია.

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგა­ნიზაციაში შექმნილი კომისია.

 

მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება

ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება `საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტა­რიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.

2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევა­ში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.

4. კომისიის შემადგენლობას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის წარდგინებით განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.

7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.

8. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

 

მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.

4. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.

8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტი­ლების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.

9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღამსრულებელი ორგანო ღებულობს გადა­წყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

10. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.

 

მუხლი 6. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.

4. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.

8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სა­კრებულოს თავმჯდომარე საინვენტარიზაცი კომისიის წარდგინებით ამტკიცებს ქონების ჩამოსაწერ აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.

 

მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.

1. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.

 

 

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2010 წლის 20 სექტემბერი №22


დანართი 2

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.

2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენატრიზაციისა და ჩამოწერის წესს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. დაწესებულება - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში ა(ა)იპ).

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.

 

მუხლი 3. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები

1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებ­ლობაში განკარგვა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

4. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.

 

მუხლი 4. ინვენტარიზაციის ჩატარება

ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია

1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.

2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.

3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.

4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმ-ძღვანელი.

5. კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ ხუთი წევრისაგან, მათ შორის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის წარმომადგენლისაგან.

6. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.

7. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.

8. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.

9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

11. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

 

მუხლი 6. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭი­როებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.

4. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე.

5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.

8. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.

9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ღებულობს გადა­წყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

10. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების, ასევე ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირე­ფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენ­ტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - საბჭოს თანხმობით).

11. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.

 

მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.

 

მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.

1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.

 

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2010 წლის 20 სექტემბერი №22


დანართი 3

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსი­დან ჩამოწერის პრინციპებს.

2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივ­თების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენატრიზაციისა და ჩამოწერის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება -ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. საწარმო - თვითმმართველი ქალაქ ბათუმის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწი­ლეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.

 

მუხლი 3. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები

1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში განკარგვა, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა ხდება საწარმოს მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღამსარულებე­ლი ორგანოს თანხმობით.

4. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.

5. საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

 

მუხლი 4. ინვენტარიზაციის ჩატარება

ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია

1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.

2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.

3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.

4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი.

5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხის­მგებელია მის სისწორეზე.

7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელი.

8. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

 

მუხლი 6. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.

4. ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.

8. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.

9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ღებულობს გადა­წყვეტი­ლებას დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

10. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენ­ტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - საბჭოს თანხმობით).

11. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს.

 

მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.

 

მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.

1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები