2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #04/16
დ. ონიანის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის
(I კატეგორია) თანამდებობაზე მოვალეობის
შემსრულებლად დანიშვნის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დოდო ონიანი დაინიშნოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის შედეგების მიხედვით შესაბამის თანამდებობაზე მოხელის დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი