2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/119
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში მივლინების შესახებ
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა მიმდინარე წლის 11 სექ-ტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნეს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში, სადაც ტარდება საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ირანი-კავკასია“.
2. მივლინებულთა ტრანსპორტირება ქალაქ ერევანში განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამსახურეობრივი ავტომანქანით (ტოიო-ტა კოროლა, სახ# RBR 763), რისთვისაც გამოიყოს 120 (ას ოცი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღა-ლტრული აღრიცხვისა განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარ-ჯების (დღიური) ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი