2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №25
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების
წესების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომან-ქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმები - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები.
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაშიც, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ: სასტუმროების მიერ საკუთარი ტაქსების ქონა, რომლებიც მოემსახურება თუნდაც მხოლოდ ამავე სასტუმროში დაბინავებულ პირს).
3. წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკი-რების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.
4. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, არამედ იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს გამოიყენება წინამდებარე წესის მოთხოვნები.
5. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:
ა) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს;
დ) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების საერთო ადგილებისათვის, არამედ პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ: სასტუმროების მიერ მათ ტერიტორიაზე ამავე სასტუმროში დაბინავებული პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების პარკირება);
ე) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;
ვ) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;
ზ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ე) მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკურად გამართული ავტომანქანების გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ) პარკირების სფეროს განვითარება;
ზ) ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობით:
ზ.ა) ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა;
ზ.ბ) ორმაგი პარკირების გამორიცხვა;
თ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტომანქანა - ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება;
ბ) სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
გ) ტაქსი - შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას.
დ) პარკირება - ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა), თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;
ე) პარკირების ადგილები - ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;
ვ) პარკირების საერთო ადგილები - პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტირიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ზ) პარკირების სპეციალური ადგილები - პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
თ) საზოგადოებრივი სივრცე - განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
ი) გზა - საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამოდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს;
კ) ქუჩა - გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;
ლ) ტროტუარი - გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
მ) საგზაო მოძრაობა - გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;
ნ) საგზაო მოძრაობის მონაწილე - პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ო) ქვეითი - პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში, ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე პირი ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი;
პ) ავტოსაგზაო შემთხვევა - გზაზე ავტომანქანის მოძრაობისას ან/და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომანქანა;
ჟ) სამშენებლო მოედანი - მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;
რ) პარკირების ორგანიზება - ქ. ბათუმის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ს) პარკირების ორგანიზების უფლება - ქ. ბათუმის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
ტ) მესამე პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად გადაცემული (მინიჭებული) აქვს პარკირების ორგანიზების უფლება.
უ) სპეციალური დაცული სადგომი - საჯარო სადგომი, სადაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა;
მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.
3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნას:
ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები-სათვის;
ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები;
გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის და¬ტვირთ-ვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;
დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) ქუჩების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის წესები;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი;
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.
7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.
8. ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით.
9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვე-ვაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
10. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
11. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა, ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით.
12. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.
13. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით - მონიშვნის ხაზს გარეთ.
14. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე რამოდენიმე ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.
16. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტო¬მანქანის დგომა ან გაჩერება.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
18. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, გამოყენებული იქნას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს მესამე პირისათვის გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
19. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა უფლებამისილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს, მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვროს პარკირების ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის შემთხვევაში შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
მუხლი 5. პარკირების სახეობები
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად - პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა) ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4. თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკი-რების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნუ¬ლი ადგილებით სარგებლობის წესებიც.
მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია ან მესამე პირი წინა¬მდებარე წესის შესაბამისად.
2. ქ. ბათუმის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90 გრადუსიანი დგომა ან/და 45 გრადუსიანი დგომა);
ბ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს ქ. ბათუმის მერია;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;
ზ) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე: პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე (ხელშეკრულებებზე) ხელის მოწერას;
თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას და საკრე¬ბულოს თავმჯდომარისადმი ხელმოსაწერად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშე¬კრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციე¬ლებას;
ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მო-წყობ¬ის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთან¬ხმე-ბული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით აუქციონის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა წერილის სახით;
ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნ-ველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნ-ველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;
4. პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება; მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას,
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველ-ყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველ-ყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას;
ვ) პარკირების ადგილების მოწყობაზე ქ. ბათუმის მერიის თანხმობის წერილით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;
6. ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს თვითმმართველი ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.
მუხლი 7. პარკირების საფასური, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მათი განსაზღვრის წესი
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ არის მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის შემოღების ან/და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს და პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართ-ველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია უშუალოდ ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის მომსახურების გამოყენებით.
4. პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური შეიძლება იყოს დიფერენცირებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიხედვით ან/და საფასური შეიძლება შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის.
5. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
6. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურს თვითმმართ-ველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძ-ველზე განსა-ზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება პარკირების ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის ან/და პარკირების საფასურის ამოღების შედეგად მიღებული თანხის (მიღებული მთლიანი თანხის ან მოგების) პროცენტული ოდენობის განსაზღვრით.
9. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური ოდენობა არ შეიძლება იყოს პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურზე ნაკლები.
10. თუ პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის ნორმატიულ ოდენობაზე ნაკლები.
11. ამ მუხლის შესაბამისად პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.
12. პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნას პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები.
მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით; ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი განკარგვის წესით შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.
3. პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა) სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
დ) სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
4. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მერია, რაც გაიცემა წერილობით, თანხმობის სახით.
5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ქ. ბათუმის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა, 90 გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა;
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირე-ბისათვის გადაცემული ადგილების, ქ. ბათუმის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ ქ. ბათუმის მერიის მიერ, თანხმობის წერილით დაწესებულ ვადაში.
7. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.
8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.
9. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნას პარკირების სპეციალურ ადგილებად.
10. პარკირების ორგანიზების უფლება სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემათ:
ა) თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის თვითმმართველი ქალალქი - ბათუმი;
ბ) სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
გ) ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე და კერძო სამართლის იურიდიული პირი) მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომლებშიც აღნიშნული პირები ახორციელებენ თავიანთ ძირითად საქმიანობას; დ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მიმართ ერთიანი წესების მოქმედების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის დარჩენილ ნაწილში პარკირების ორგანიზების უფლება სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა პირს, რომელსაც პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაცემული აქვს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად დაკავში¬რებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება აქვს პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის რომელიმე ნაწილში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა, 90 გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების ქ. ბათუმის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანი-ზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.
14. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნას პარკირების სპეციალურ ადგილებად.
15. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა:
1. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
2. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება აუქციონის წესით შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებულ პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4. აკრძალულია პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ერთ ლოტში გაერთიანდეს პარკირების სხვადასხვა სახეობას ან/და პარკირების ერთი სახეობის სხვადასხვა ქვესახეობას მიკუთვნებული პარკირების ადგილები.
5. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა, 90 გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა, 90 გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ქ. ბათუმის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
7. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.
8. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემამდე, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილ-მოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.
9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.
10. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვის მიმართ დადგე-ნილი წესები.
მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და აუქციონის წესით გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.
2. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანი-ზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე თვითმ-მართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი (სააუქციონო ვაჭრობის ოქმი), ხოლო არსებობისას, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის (სააუქციონო ვაჭრობის ოქმის) დამტკიცების თაობაზე თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება წერი-ლობითია, მაგრამ იგი არ საჭიროებს სანოტარო ან/და სხვა წესით დადასტურებას (დამო-წმებას), რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ფორმის მიმართ.
5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობას.
6. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდ¬ლით გადაცემის თაობაზე თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქ¬ციო¬ნო პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად;
ე) ადგილი, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშე-ნებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოები¬სა-თვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკი-რების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არ აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვე¬ტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება პარკირების დაწესების თაობაზე ან/და პარკირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სამართლებრივი აქტით.
2. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება ვრცელდება მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზების უფლების განხორციელების დროსაც, გარდა წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირთადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირე-ბის ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსადაიმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და, როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზო¬გადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნას თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბა-მისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მერია, მათ შორის განსაზღვრავს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 90 გრადუსიანი დგომა ან/და 45 გრადუსიანი დგომა).
8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქა-ნების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მერია.
მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე
1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2. თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ქ. ბათუმის მერია, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.
3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქ. ბათუმის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-ციუ¬ლი კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქ. ბათუმის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილ-მოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა ან/და 90 გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
4. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში პარკირების საერთო ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს პარკირების ადგილების მოწყობაზე.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
6. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყო-ბისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
8. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილ-მოწყობისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით ქ. ბათუმის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრა-ციული წარმოება იწყება თავიდან.
9. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
10. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1. პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2. პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3. წინამდებარე წესის მე-18 მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
4. წინამდებარე წესის 22-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად პარკირების საერთო ადგილზე იმ ავტომანქანების დგომა, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაზიდვა-გადატანას, არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
5. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილებზე.
მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომლიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძა¬ლულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსადაიმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნას თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულო.
7. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომან-ქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წელის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
მუხლი 16. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე:
1. ტაქსების პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წელის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებ-ლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტი¬ლებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ქ. ბათუმის მერია.
4. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქ. ბათუმის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-ციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქ. ბათუმის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ტაქსების პარკირების ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობას (მათ შორის შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
5. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე.
6. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით. 7. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
9. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილ-მოწყობისათვის ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვე-ტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის მოთხოვნით ქ. ბათუმის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინის-ტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
10. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
11. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 17. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ავტომანქანის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილებზე, მათ შორის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირების მიზნით, წარდგენილი დოკუმენტებისა და ავტომანქანის შემოწმების (დათვალიერების) საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მერია. გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე წერილის სახით. ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ადგენდეს, რომ ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დაწესებულია ტაქსების პარკირების ადგილებზე ავტომანქანის პარკირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლე-ბელია მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა პირები. ამავე მიზნით შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვე-ტილების მიღებას.
4. დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისას, ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
5. ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალა-დაკარულად გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბა-მისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება ახალი გადაწყვეტილება.
6. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირების მიზნით, ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ქ. ბათუმის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქ. ბათუმის მერიას წარუდგენს პირადობის მოწმობის ასლს, მართვის მოწმობის ასლს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლს, ავტომანქანის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.
8. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს, ავტომანქანის შემოწმებას ახდენს და დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის ან შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს მიიღოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება.
9. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
18. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2. ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად იმ ტვირთვის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
4. აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6. ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდე-ბულებისაგან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
9. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკი-დებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახუ-რების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
10. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე.
მუხლი 19. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წელის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანი-ზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება.
მუხლი 20. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილები შეიძლე-ბა მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით (შემდგომში – პარკირების ადგილები).
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წელის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა, და სხვა).
3თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-16 მუხლის ნორმები.
მუხლი 21. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი:
1. თუ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად დაწესებულია მოთხოვნები, ავტომანქანის მიერ ამ მოთხოვ-ნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკით-ხების რეგულირებისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-17 მუხლის ნორმები.
მუხლი 22. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. თუ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად დაწესებულია მოთხოვნები, პარკირების ამ ადგილებზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის გადაზიდვასთან ერთად ტვირთის მფლობელის ან სხვა პირის გადაყვანა არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
3. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციე-ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირება იმ ადგი-ლებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის აღნიშნული ავტომანქანების პარკირე¬ბისათვის.
4. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციე-ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ტაქსების პარკირება.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტო-მანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდე¬ბუ-ლებისაგან.
6. ავტომანქანის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, დასაშვებია პირადი ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
7. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ავტომანქანის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ამ ავტომანქანების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
8. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე.
მუხლი 23. წესის დარღვევა:
1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:
ა) პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დოგმა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე;
ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;
გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დოგმა, 90 გრადუსიანი დოგმა ან/და 45 გრადუსიანი დოგმა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;
თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
ი) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;
კ) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;
ლ) ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმი¬სათვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;
მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;
ნ) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.
2. პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება ან გადახდა სამართალ-დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისაგან.
3. ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამართალდამრღვევის მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება განიხილება ახალ სამართალდარღვევად.
მუხლი 24. გარდამავალი დებულებები
დაევალოს ქ. ბათუმის მერიას 2010 წლის 31 დეკემბრამდე:
ა) განსაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილები;
ბ) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრის თაობაზე;
გ) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის ყველა ან რომელიმე ქვესახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის შემოღებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
დ) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები პარკირების ყველა ან რომელიმე ქვესახეობის სპეციალური ადგილებისათვის იმ მოთხოვნების დადგენის შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა პარკირების სპეციალურ ადგილებზე პარკირებისათვის;
ე) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის თაობაზე;
ვ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 25. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დადგენილება, გარდა 24-ე მუხლისა ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან;
2. წინამდებარე დადგენილების 24-ე მუხლი ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
საკრებულოს თავმჯდომარის დროებით
მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ კახიძე