2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/103
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი დარჩიას უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ტერნოპოლში მივლინების შესახებ
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი დარჩია მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით მივლინებულ იქნეს უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ტერნოპოლში. ქალაქ ტერნოპოლს ევროსაბჭოსაგან გადაე-ცემა ევროპის საპატიო დროშა, ასევე აღინიშნება ტერნოპოლის დღეები.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუ-ღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (დღიური, მგზავრობა, სას-ტუმრო) ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი