2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„სოციალური უზრუნველყოფის“ 2014 წლის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება „სოციალური უზრუნველყოფის“ 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც გულისხმობს ქ. ბათუმში მცხოვრები (რეგისტრირებული) ოჯახებისათვის (რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს) წელიწადში 2-ჯერ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას.
2. ვინაიდან დამტკიცებულ ბიუჯეტში და პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლება არის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენცია, ამდენად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) მიეცეს შესაბამისი რეკომენდაცია და ეთხოვოს განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული წინადა-დების გათვალისწინება და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი