2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა. ამჟამად ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აეროპორტის გზატკეცილისა და სულაბერიძის ქუჩას შორის არსებული ნაწილის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სულაბერიძისა და შავშეთის ქუჩებს შორის მონაკვეთში. დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, რომლის შედეგად საავტომობილო გზა გაივლის გოგოლის ქუჩაზე და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს.
„საქართველოს კონსტიტუციის“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროე-ბისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებული იქნას ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების კოორდინატთა სისტემაში შესრულებული საპროექტო ესკიზი (შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩებს შორის მონაკვეთი).
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს „საქართველოს კონსტიტუციის“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ღონისძიებების განხორციე–ლება.
3. ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის საექსპროპრიაციო ქონებიდან საცხოვრებელი ფართის კომპენსაციის მიზნით, მათი თანხმობის შემთხვევაში, სანაცვლო ქონების სახით საკუთრების უფლებით გადაეცეთ მათ საკუთრებაში არსებული 1,00 კვმ საცხოვრებელ ფართში თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 1,00 კვმ საცხოვრებელი ფართი (აღნიშნული ფართი პროპორციულად ნაწილდება საცხოვრებელ, არასაცხოვრებელ ფართებზე, აივნებზე, ტერასებზე და სხვა სასარგებლო ფართებზე) შემდეგი პირობების დაცვით: ა) მოწესრიგებული ფასადი და სახურავი; ბ) სან-ტექნიკური დგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია); გ) ჩართული საკომუნიკაციო ქსელები (ცივი წყალი, კანალიზაცია, ტრაპი); დ) ბინის კონტურის კედლები; ე) ბინის შიდა ტიხრები; ვ) ფანჯრები; ზ) კარები; თ) ტიხრებისა და კონტურის კედლების შელესვა; ი) შეღებილი შიდა კედლები; კ)ელ. გაყვანილობა (თითო ოთახზე ორი ელ.წერტილი); ლ) ოთახებში დაგებული ლამინირებული პარკეტი; მ) დამონტაჟებული შიდა კარები; ნ) კეთილმოწყობილი სამზარეულო (ავეჯის გარეშე); ო) კეთილმოწყობილი სველი წერტილები.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაცემული ფართის საერთო ოდენობა 6 კვმ-ით აღემატება საექსპროპრიაციო საცხოვრებელი ფართის საერთო ოდენობას, საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრე ვალდებული იქნება 6 კვმ-ის ზემოთ ყოველ 1,00 კვმ ფართზე გადაიხადოს (აანაზღაუროს) ფართის საბაზრო ღირებულება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული საერთო ფართი არ აღემატება 6 კვმ-ს, საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრეს არ წარმოეშობა ზედმეტად გადაცემული ფართის ღირებულების გადახდის ვალდებულება.
5. ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის გარდა წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციისა, არსებობის შემთხვევაში, ასევე აუნაზღაურდეთ მიწის ნაკვეთის, დამხმარე ფართის, ღობის, მრავალწლიანი ნარგავების და სხვა ფართის ფულადი ანაზღაურება მათი საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
6. ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე ქონების მესაკუთრეებს მიეცეთ თანხმობა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ვარგისი სამშენებლო და სხვა მასალების მათ მიერ გატანასა და გამოყენებაზე.
7. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონიძიებების განხორციელება.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილისქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი