2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩის N5–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ოთარ ჭილაძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5–7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოთარ ჭილაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. N5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა ბარელიეფით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (გიორგი ერმაკოვი) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი