2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის #246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის №246 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი