2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავ-რო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №4-1 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნე-ბისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
საკრებულოს თავმჯდომარის დროებით
მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ კახიძე
დანართი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2010 წლის 15 ოქტომბერი №26
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის რეგულირების
წ ე ს ი
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წინამდებარე წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის (შემდგომში - ქ. ბათუმი) ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს.
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) "ნებართვა" – ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მეწარმე სუბიექტისათვის (ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგა-დოება ან კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი) მინიჭებული უფლება, ამ წესით განსაზღვრული ვადით ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარ-შრუტო სქემის მიხედვით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) „სანებართვო მოწმობა" – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის საბუთი;
გ) „ნებართვის მაძიებელი“ – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
დ) ,,ნებართვის გამცემი“ – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
ე) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე, რომელსაც აწარმოებს ნებართვის გამცემი;
ვ) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ზ) „სანებართვო მოსაკრებელი“ – ადგილობრივი მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის;
თ) „სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ი) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრთა მრავალჯერადი, რეგულარული გადაყვანა ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ქ. ბათუმის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე;
კ) „მარშრუტი" – განსაზღვრულ პუნქტებს შორის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენილი მიმართულება, რომელზეც მგზავრთა გადაყვანა ხდება განსაზღვრული პირობებით და დადგენილი მოძრაობის განრიგით;
ლ) „გადამყვანი" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს მარშრუტის მომსახურებისათვის საჭირო რაოდენობის ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და აქვს მოპოვებული მგზავრთა გადაყვანის უფლება (ნებართვა);
მ) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალე-ბა, რომელიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად;
ნ) „მძღოლი“ – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;
ო) სამარშრუტო ტაქსი (მიკრო ავტობუსი) – 8-დან 17 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ახორციელებს მგზავრთა ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას;
პ) მუნიციპალური (საქალაქო) ავტობუსი – 17 კაცზე მეტი ტევადობის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს საკუთრებაში ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ავტობუსი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას.
2. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ინდივიდუალური საწარმოსა და იურიდიული პირების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის უფლების დადგენილი წესით მოპოვება.
მუხლი 2. ნებართვის ძირითადი მიზანი
1. ნებართვის ძირითადი მიზანია ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქალაქო სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემისა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისათვის ხელშეწყობა.
2. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე უნებართვოდ მგზავრთა გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. ნებართვის გამცემი
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას ქ. ბათუმის მერის წარდგინებით გასცემს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – ნებართვის გამცემი).
მუხლი 4. ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ორგანიზებულ შერჩევაში ნებართვის მაძიებლის გამარჯვება (გარდა ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისისა, როდესაც მუნიციპალურ (საქალაქო) ავტობუსებზე ნებართვა გაიცემა პირდაპირ, შერჩევის პროცედურების გარეშე) და ნებართვის გამცემი ორგანოსათვის ნებართვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენა.
მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი
1. ქ. ბათუმში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა წარმოებს ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარშრუტო სქემით დადგენილ მარშრუტებზე. კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადამყვანად შეირჩევა ერთი მეწარმე სუბიექტი.
2. ქ. ბათუმში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა შერჩევაში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი II
შერჩევის ჩატარება
მუხლი 6. შერჩევის მოწყობის პირობები და წესები
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად შერჩევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერის წარდგინებით ღებულობს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. შერჩევა ტარდება თითოეულ სამარშრუტო ხაზზე ცალ-ცალკე.
3. ქ. ბათუმში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გადამყვანი პირის შერჩევის პროცესს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს კომისია, რომელსაც ქ. ბათუმის მერის წარდგინებით ქმნის ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის საქმიანობის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის შესაბამისი განყოფილება.
6. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
7. კომისია შერჩევის პროცედურებს ატარებს საჯაროდ.
8. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადა-წყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ორი მესამედი).
9. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა წევრი. სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
მუხლი 7. შერჩევაში მონაწილეობის პირობები
1. შერჩევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ის სამარშრუტო ხაზი, რომლის გადამყვანის გამოსავლენადაც გამოცხადებულია შერჩევა, მასში შემავალი მიკროავტობუსების რეგულარული მარშრუტის ნომერი, მოძრაობის სქემა, მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, მუშაობის დაწყება-დამთავრების დრო და ინტერვალი;
ბ) შერჩევის მოწყობის ადგილი, თარიღი და დრო;
გ) შერჩევის მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი;
დ) განაცხადის მიღების დაწყებისა და დამთავრების დღე (დრო);
ე) კომისიის სრული მისამართი;
ვ) შერჩევის შეფასების კრიტერიუმები და ინფორმაცია შერჩევის ჩატარების წესის შესახებ.
2. შერჩევის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
3. კომისია შერჩევის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 15 დღით ადრე უზრუნ-ველყოფს ინფორმაციის გავრცელებას გაზეთ „აჭარა”-ში. კომისიის გადაწყვეტილებით ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაცი-ის სხვა საშუალებითაც.
4. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) განცხადების მიღების მისამართს;
გ) იმ პირის კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს განცხადება და უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია, აგრეთვე დაინტერესებულ პირებს შერჩევასთან დაკავში-რებით მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.
5. თუ შერჩევა გამოცხადებულია რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე, შერჩევის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მისთვის სასურველ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ სამარშრუტო ხაზზე ცალ-ცალკე.
6. ნებართვის მაძიებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ნებართვის მაძიებლის ვინაობას და მისამართს, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ხელმძღვანელის გვარსა და სახელს.
7. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ასევე ინდივიდიუალური მეწარმის (ხოლო იურიდილი პირის შემთხვევაში ხელმძღვანელის) იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლი;
ბ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული და შერჩევაში წარსადგენი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები;
გ) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;
დ) დოკუმენტაცია (ინფორმაცია) მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
დ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტევადობა, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრები, ხნოვანება (გამოშვების წელი), ძარის ფერი;
დ.ბ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა – ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების ფართობი, მოწყობილობა-დანა-დგარების ჩამონათვალი და დანიშნულება, ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს იზოლირებულ ტერიტორიას მყარი საფარით, შენობა-ნაგებობას და შესაბამის მოწყობილობა-დანადგარებს განკუთვნილს ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისათვის.
8. ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი (ასლები);
9. ნებართვის მაძიებელთა განცხადების და თანდართული დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტაცია) მიღებას, მათი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით) აწარმოებს კომისიის უფლებამოსილი პირი.
10. დაუშვებელია შერჩევაში მონაწილეობის თაობაზე დოკუმენტაციის მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით.
11. შერჩევაში მონაწილეობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღეს და საათზე. დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ მიიღება.
12. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას შერჩევაში მონაწილეობაზე წერილობითი ფორმით.
13. კომისია შერჩევის მოწყობის თარიღამდე ადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობასა და შერჩევის პირობებთან. აღნიშნული პროცედურის დროს მოწმდება:
ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია შერჩევის პირობებში აღნიშნულ მოთხოვნებს.
14. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე მოახდინოს დაშვებული შეცდომების, უზუსტობების გასწორება.
მუხლი 8. შერჩევაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი
შერჩევაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ნებართვის მაძიებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადებში განცხადების შეტანა კომისიაში;
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ნებართვის მაძიებელს განემარტა დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე;
გ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადას-ტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი;
დ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა, სახეობა, ტევადობა და სხვა მონაცემები არ შეესაბამება კანონმდებლობისა და შერჩევის პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 9. არშემდგარი და უარყოფითი შედეგებით დასრულებული შერჩევა
1. დაუშვებელია ნებართვის მაძიებლის მიერ შერჩევაში იმ ავტოსატრანს-პორტო საშუალების წარმოდგენა, რომელიც შეფასებულ იქნა სხვა სამარშრუტო ხაზზე გამართულ შერჩევაში და მასში ნებართვის მაძიებელი გამოვლინდა გამარჯვებულად და ნებართვა არ გაუქმებულა, ნებართვას არ გასვლია მოქმედების ვადა ან/და მოქმედების ვადა გაგრძელებულია დადგენილი წესით. ამ პუნქტში მოცემული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ნებართვის მფლობელმა პირმა შეცვალა ნებართვის გამცემის თანხმობით, წინამდებარე წესის შესაბამისად. დაუშვებელია აგრეთვე შერჩევაში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რომელიც წარდგენილია შერჩევაში ნებართვის სხვა მაძიებლის მიერ.
2. კომისიის მიერ ნებართვის მაძიებელი იხსნება შერჩევიდან, თუ კომისია უსაფრთხოების ნორმებთან ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მოხსნის შერჩევიდან ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ ავტოსატრან-სპორტო საშუალებას და დარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ იქნება საკმარისი შერჩევის პირობებით გათვალისწინებულ მარშრუტზე მგზავრთნაკადის მომსახურებისათვის.
3. შერჩევა ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:
ა) შერჩევის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;
ბ) წარდგენილი განცხადებებიდან და დოკუმენტაციებიდან არც ერთი არ შეესაბამება შერჩევის მოთხოვნებს.
4. შერჩევა ითვლება უარყოფითი შედეგებით დასრულებულად, თუ შერჩევაში არცერთი პირი არ გამოვლინდა გამარჯვებულად.
მუხლი 10. შერჩევის ჩატარება
1. შერჩევა ტარდება სამარშუტო ტაქსებისათვის (მიკრო ავტობუსებისათვის), ხოლო მუნიციპალურ (საქალაქო ავტობუსებზე) ნებართვა გაიცემა შერჩევის პროცედურის გარეშე.
2. ყველა სახის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება ვალდებულია უფასოდ გადაიყვანოს შემდეგი კატეგორიის მგზავრები:
ა) 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეები;
ბ) უსინათლო ინვალიდები;
გ) 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
3. შერჩევაში კომისიის მიერ ფასდება შერჩევაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა. შერჩევაში შეფასების კრიტერიუმებია:
შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა
1. ავტობუსის (მიკროავტობუსის) ტექნიკური მონაცემები
ა) ავტობუსის (მიკროავტობუსის) ხნოვანება:
ა.ა) 5 წლამდე 8
ა.ბ). 5-დან 10 წლამდე 5
ა.გ) 10-დან 16 წლამდე 1
ა.დ) 16 წელზე მეტი არ გაიცემა ნებართვა
ბ) აღჭურვილობა:
ბ.ა) კონდიციონერით 3
ბ.ბ) გასაღები ფანჯრებით 2
გ) ძარის ვარგისიანობა:
გ.ა) ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია 3
გ.ბ) ძარას გააჩნია უმნიშვნელო დაზიანება 1
გ.გ) ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული
არ გაიცემა ნებართვა
დ) საღებავის საფარის მდგომარეობა:
დ.ა) საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული, ფერი შეესაბამება სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულ ფერს. 3
დ.ბ) საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) 0
დ.გ) საღებავის საფარი არ შეესაბამება დადგენილ ფერს (შეღებილია სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულიდან განსხვავებული ფერით) არ გაიცემა ნებართვა
ე) მიკროავტობუსის ჭერის (სალონის) სიმაღლე
ე.ა) 180 სმ-ზე მაღალი; 3
ე.ბ) 180 სმ; 2
ე.გ) 180 სმ-ზე დაბალი; არ გაიცემა ნებართვა
ვ) ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა
ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი (ები) დაზიანებულია არ გაიცემა ნებართვა
ზ) საბურავის ცვეთა
ზ.ა) ახალი საბურავები 3
ზ.ბ) საბურავების პროტექტორების ნახატის დარჩენილი სიმაღლე არ არის 2 მმ-ზე ნაკლები 1
ზ.გ) საბურავების პროტექტორების ნახატის დარჩენილი სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია არ გაიცემა ნებართვა
2. ავტობუსის (მიკროავტობუსის) სალონის მდგომარეობა
ა) სალონის მდგომარეობა, მისი განათება:
ა.ა) სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასა-კრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი არ არის დაზიანებული
2
ა.ბ) სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია არ გაიცემა ნებართვა
ბ) კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა:
ბ.ა) კარების საკეტი და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად, მინები არ არის დაზიანებული.
2
ბ.ბ) ფანჯრების ჩამკეტები არ არის გამართული, იღება და იკეტება ძნელად; მინები დაზიანებულია
0
ბ.გ) გასაღები ფანჯრები არ არის. (არ აქვს კონდიციონერი ან ლუქი); არ გაიცემა ნებართვა
გ) სავარძლების რაოდენობა, მდგომარეობა, მათი განლაგება, დამაგრების და საზურგის მაფიქსირებელი მექანიზმის მუშაობა:
გ.ა) სავარძლების ტიპი შეესაბამება სტანდარტებს, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია (არანაკლებ 65სმ), სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული.
3
გ.ბ) სავარძლების ტიპი არ შეესაბამება სტანდარტებს, სავარძლები დაზიანებულია, მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ნორმებს არ გაიცემა ნებართვა
დ) სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება
დ.ა) სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემები 3
დ.ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ხორციელდება სავენ-ტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმლების მეშვეობით, ხოლო გათბობა საერთოა.
1
დ.გ) სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება არ გაიცემა ნებართვა
3. ავტობუსის (მიკროავტობუსის) კონსტრუქციული უსაფრთხოება
ა) მძღოლის ხილვადობა
უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს არ გაიცემა ნებართვა
ბ) სასიგნალო-მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები; გვერდითი გაბარიტული და უკანა ნათურები; გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; სანომრო ნიშნის განათება
ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან რომელიმე არ მუშაობს არ გაიცემა ნებართვა
გ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების არსებობა.
რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი არ გაიცემა ნებართვა
დ) სპიდომეტრის გამართულობა
სპიდომეტრი გაუმართავია არ გაიცემა ნებართვა
ე) აირბალონიან ავტობუსზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების (მონტაჟის) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა
აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით არ გაიცემა ნებართვა
შეფასების დამატებითი კრიტერიუმები
შეფასების ქულა
1. ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა
ა) საგადასახადო დავალიანების არ არსებობა
ნებართვის მაძიებლს არ გააჩნია საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება 3
ბ) ავტობუსის მფლობელის ფორმა
შერჩევაში წარმოდგენილი ავტობუსების 50 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია 2
გ) ნებართვის მაძიებლის მატერილურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილი ავტობუსების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისათვის).
ნებართვის მაძიებელს გააჩნია საკუთრებაში ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა 3
4. გადამყვანისათვის ჩატარებულ შერჩევაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის სუბიექტი, რომელიც დააგროვებს მეტ ქულას. თანაბარი ქულის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტრანსპორტის ხნოვანების კრიტერიუმით მიღებულ ქულებს.
5. ნებართვა არ გაიცემა შერჩევაში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ იმ სატრან-სპორტო საშუალებაზე, რომელიც შერჩევისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშნული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დააგროვებს 30-ზე ნაკლებ ქულას.
მუხლი 11. შერჩევის შედეგების შეჯამება
1. კომისია შერჩევის პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა ღებულობს დასკვნას შერჩევაში გამარჯვებული, ნებართვის მაძიებელი პირის შესახებ.
2. კომისიის დასკვნა შერჩევაში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი პირის გამოვლენის შესახებ დგება წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა წევრი.
3. კომისიის დასკვნა შერჩევაში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. შერჩევის შედეგების შესახებ კომისიის დასკვნის ასლი ეგზავნება შერჩევის ყველა მონაწილეს. შერჩევის შედეგების შესახებ კომისიის დასკვნა ინახება ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის შესაბამის განყოფილებაში, რომელიც უზრუნველყოფს შერჩევის შემდგომ საჭირო ღონისძიებებზე შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტის მომზადებას.
თავი III
ნებართვის გაცემა
მუხლი 12. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა შერჩევაში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრა-ციული წარმოების წესით.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებაზე განცხადება წარუდგინოს მისი შერჩევაში გამარჯვებულად ცნობის დღიდან 10 დღის ვადაში.
3. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები და არანაკლებ 1 თვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტუ-რებელი საბუთი. შერჩევაში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის დროს არ არის სავალდებულო იმ დოკუმენტების ხელახლა წარდგენა, რომელიც მან წარადგინა შერჩევაში მონაწილეობისას.
5. ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
6. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ პუნქტით დადგენილ ვადაში გასცეს სანებართვო მოწმობა. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქარ-თველოს კანონით.
მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი არ არის ქ. ბათუმში რეგულარულ სამგზავრო გადაყვა-ნისათვის გამართული შერჩევისას მოცემულ მარშრუტზე გამოვლენილი გამარჯვებული.
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში;
გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს ამ სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის ან ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ნებართვის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 15. სანებართვო პირობების დროებითი რეგულირება
მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნე-ლოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი და მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვე-ვაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანს-პორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე ან/და დადგენილი სამარშრუტო სქემისაგან განსხვავებული მარშუტით განსაზღვრული ვადით გადაადგილების შესახებ.
მუხლი 16. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება.
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მიღების მსურველი პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.
მუხლი 17. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად 1 წლის ვადით. ნებართვის გამცემი უფლება-მოსილია ნებართვა გასცეს ამ პუნქტისაგან განსხვავებული ვადით.
2. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არაუმეტეს 6 თვის ვადით გაცემული ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ, რისთვისაც აუცილებელია ნებართვის ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე ნებართვის მფლობელმა პირმა ქ. ბათუმის მერიაში ამისათვის წარადგინოს წერილობითი განაცხადი.
3. ნებართვა დადგენილი წესით უქმდება და მისი მოქმედება წყდება თუ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ გაუქმდა ის სამარშრუტო ხაზი, რომელზედაც გაცემული იყო სამგზავრო გადაყვანის მოცემული ნებართვა.
4. იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა დადგენილი წესით უქმდება და კარგავს ძალას.
მუხლი 18. სანებართვო მოწმობის ფორმა
1. სანებართვო მოწმობის ფორმა ქ. ბათუმის მერის წარდგინებით განისაზღვრება ქ. ბათუმის საკრებულოს ნორმატიული აქტით.
2. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება სტამბური წესით და მას ესმება სასტამბო ნომერი.
3. სანებართვო მოწმობაში (მოწმობის ფორმაში) შეიტანება ყველა ის პირობა და ნებართვის მფლობელის ყველა ის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ამ წესით და რომლის შესრულების მოვალეობაც იკისრა ნებართვის მაძიებელმა, მის მიერ შერჩევის დროს წარმოდგენილი (შემოთავაზებული) წინადადებით.
4. სანებართვო მოწმობაში ჩამოთვლილი და მითითებული უნდა იყოს კონკრეტულ მარშრუტზე მუშაობის რეგლამენტი: მუშაობის დაწყება, დამთავრება, მანქანების მინიმალური და მაქსიმალური ინტერვალი (რომელიც განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მიხედვით), მგაზვრთა გადაყვანის ტარიფი და ამ წესის შესაბამისად სხვა სანებართვო პირობები, ესევე ყველა იმ სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელზედაც გაცემულია ნებართვა.
მუხლი 19. სანებართვო პირობები
1. ნებართვის მიმღები ვალდებულია:
ა) მკაცრად დაიცვას სანებართვო პირობები;
ბ) უზრუნველყოს მოძრავი შემადგენლობის შენახვისა და ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები;
გ) შეასრულოს მგზავრთა გადაყვანის და თანმხლები ბარგის გადაზიდვის წესები, აგრეთვე ავტოტრანსპორტზე მოქმედი ინსტრუქციების მოთხოვნები;
დ) მძღოლების სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
ე) წარუდგინოს ნებართვის გამცემს საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;
ზ) მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური გაშვება აწარმოოს დადგე-ნილი ინსტრუქციების თანახმად. მკაცრად დაიცვას სატრანსპორტო კანონმდებლობ¬ით დაწე¬სებული მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პროცესები, უზრუნ¬ველყოს ხაზზე გამოშვებული თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სრული ტექნიკური გამართულობა და მოძრაობის უსაფრთხოე¬ბა;
თ) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური მდგო-მა¬რეობის შემოწმება;
ი) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით, მკაცრად დაიცვას მათი გამოყენების წესები და შეასრულოს ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირების მოთხოვნები;
კ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
ლ) უზრუნველყოს მარშრუტის საწყის და საბოლოო გაჩერებებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროული მიწოდება, დგომის წესების, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
მ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალ¬ის დაცვა.
ნ) დაიცვას მარშრუტისათვის დადგენილი მოძრაობის სქემა;
ო) არ დაუშვას ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
პ) არ დაუშვას მგზავრთა გადაყვანა ნებართვით გაუთვალისწინებელი ავტოსატრან-სპორ¬ტო საშუალებებით, ასევე იმ საშუალებებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ექსპლუა-ტაციისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს:
ჟ) არ განახორციელოს კონსტრუქციული ცვლილებანი ნებართვაში აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) მარშრუტზე მუშაობისას წინააღმდეგობათა წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას (ავარია, ცუდი საგზაო-კლიმატური პირობები, გზის გადაკეტვა და სხვა), არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ერთჯერადად საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო განსაზღვრული ვადის განმავლობაში სისტემატურად ნებართვის გამცემის თანხმობით შეცვალოს დამტკიცებული სქემის მარშრუტი;
ბ) ნებართვის გამცემის თანხმობით შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით. სატრანს-პორტო საშუალების შეცვლით არ უნდა გაუარესდეს სამარშრუტო ხაზზე მომსახურე სატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა.
გ) ნებართვის გამცემისგან ოფიციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში, სათანადო დასაბუთებით შეამციროს მარშრუტზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა.
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მო¬სილებებით.
3. ნებართვის მიმღები შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ნებართვის მფლობელი პირი, თუ მას ყავს ამისათვის საჭირო ტექნიკური ხარისხისა და რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები და აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
4. ნებართვის მფლობელს ეკრძალება ქ. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამარშრუტო სქემის დარღვევა, გარდა ამ წესით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.
5. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანა აწარმოოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის ადგილების შესაბამისად. ნებართვის მფლობელს უფლება არა აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრებით.
6. ნებართვის მფლობელი ვალდებულია მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს მაღალჭერიანი ან საშუალოჭერიანი მიკროავტობუსით. დაბალჭერიან სატრანსპორტო საშუალებაზე არ გაიცემა ნებართვა და ნებართვის მფლობელის მიერ ასეთი მიკროავტო-ბუსით მგზავრთა გადაყვანა ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად, რომელიც გამოიწვევს კანონმდებლობით დაწესებულ პასუხისმგებლობას.
7. სავალდებულოა მგზავრობის ღირებულების (ტარიფის) მაჩვენებლის გამოკვრა თვალსაჩინო ადგილზე, აგრეთვე იმ მგზავრთა ჩამონათვალის გამოკვრა, რომლის უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 20. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონმდებლობით, ამ წესისა და მის მიერ შერჩევის დროს წარმოდგენილი (შემოთავაზებული) წინადადებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა (მოვალეობის შეუსრულებლობა, აკრძალვის დარღვევა), ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად და ამისათვის ნებართვის მფლობელს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით აკონტროლებს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის შესაბამისი განყოფილება, რომელიც შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე შეიმუშავებს წინადადებებს გასატარებელი ღონისძიებების (დასაკისრებელი პასუხისმგებ-ლობის, მათ შორის ნებართვის გაუქმების) შესახებ. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ხდება საჭიროებისამებრ მაგრამ 3 თვეში ერთხელ მაინც.
3. ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის აკრძალვა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაქვემდებარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის კონტროლს.
4. პასუხისმგებლობა უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრთა გადაყვანისათვის, აგრეთვე ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
5. გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების უხეში ან/და სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს შერჩევის კრიტე-რიუმებს, რის გამოც იგი შერჩევაში გამოვლინდა გამარჯვებულად. ნებართვის გაუქმება ხდება ნებართვის გამცემის მიერ. ნებართვის გაუქმება, როგორც წესი არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები დრო.
მუხლი 21. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. ნებართვის გაცემის პროცედურა წარმოებს გამჭვირვალედ და საჯაროდ.
2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
თავი IV. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 22. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით, ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილებით.