2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №39
2014 წლის 23 სექტემბერი
ქალაქიბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №95, 02.03.2010, გვ:8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №3-ს დაემატოს 11 გრაფა, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
11 |
ვიცე მერი |
2150 |
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №3-ში გრაფა 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4 |
სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) უფროსის მოადგილე - წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი |
1350 |
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისათანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი