2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №38
2014 წლის 23 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემრის N36 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016187).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
დანართი
„დამტკიცებულია“
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის
№38 დადგენილებით
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) უნარ-ჩვევები.
მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;
ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ე) საქართველოს შრომის კოდექსი;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულება;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;
ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) საქართველოს შრომის კოდექსი;
დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულება;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი საბუღალტრო, საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება;
ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
ე) „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;
ზ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;
ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება;
კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
9. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ე) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადიოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ორი უცხო ენის, მათ შორის ერთ-ერთი ინგლისურის, ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
11. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი
ა) უმაღლესი განათლება:
ბ) სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა ან/და საპროტოკოლო ღონისძიებათა სფეროში;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულება;
ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
13. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება:
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულება;
ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნოს თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
16. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივი კომისიების თანამშრომლები
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიის დებულება;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
17. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
გ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
18. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია)
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
19. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე