2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №37
2014 წლის 23 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №35 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016186).
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი