ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 145
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

  

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ზოგადი განათლება“  დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის 8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

 

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ზოგადი განათლება“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის 8 განკარგულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.    „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 04 02) თანდართული ქვეპროგრამით:“

გ) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 04 02) თანდართული ქვეპროგრამით - „დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 04 02 01).

 

      2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები