ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 144
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

  

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ჯანმრთელობის დაცვა“  დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „ჯანმრთელობის დაცვა“  დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #283 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები  და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამ - „ჯანმრთელობის დაცვა“  (პროგრამული კოდი 06 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 01);

ბ) ქვეპროგრამა „ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 07);

გ) ქვეპროგრამა „ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 08);

დ) ქვეპროგრამა მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 11);

ე) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და სქრინინგი“ (პროგრამული კოდი 06 01 13);

ვ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ მოხუცებულთა დახმარება და შინმოვლა“ (პროგრამული კოდი 06 01 14);

ზ) ქვეპროგრამა „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერა“ (პროგრა-მული კოდი 06 01 09).

2. განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი - ქვეპროგრამა „სამედიცინო დახმარების კომპონენტი“ (პროგრამული კოდი 06 01 17).

 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები