ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2010-06-24
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №27

2010 წლის 28 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების
შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 
24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. 
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი¬ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ. გვ: 2-4) დამტკიცებულ დებულე¬ბა¬ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების  მე-4 მუხლის  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) განსაზღვრავს და  საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის შესახებ წინადადებებს (შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს);“.

ბ) დებულების მე-4 მუხლის  „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ)  თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებუ¬ლების) საფუძველზე ხელს აწერს შესაბამის ხელ¬შეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელ¬შეკრულებებს);

გ) დებულებას მე-4 მუხლის  „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ქვეპუნქტი:
„ჟ1) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას ახორციელებს კონ¬ტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელ¬შეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადა¬წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს თვითმმართველ ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს;“.

დ) დებულების  მე- 4 მუხლის  „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებუ¬ლების) საფუძველზე ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის  ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას  შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის  ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);

ე) დებულებას მე-4 მუხლის  „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ქვეპუნქტი:
„რ1) სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, ახორციელებს კონტროლს ხელშე¬კრულების მხარის ნაკისრი ვალდე¬ბულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადა¬წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველ           ქ. ბათუმის მხრიდან ხელ¬შეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს;“.
ვ) დებულების  მე- 4  მუხლის  „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) დებულების  მე- 4  მუხლის  „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსა¬ხურეთა საპრემიო კომისიის შექმნისა და პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტებს;“.

მუხლი 2. 
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ¬ნე-ბისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                             გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები