ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 138
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

  „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ქალაქის კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 07)

ბ) ქვეპროგრამა „ქალაქის გაფორმება“ (პროგრამული კოდი 03 03 05);

 გ) ქვეპროგრამა ,,პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03 06);

დ) ქვეპროგრამა ,,საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა“ (პროგრამული კოდი 03 03 01);

ე) ქვეპროგრამა ,, ქალაქის დაგეგმარება (პროგრამული კოდი 03 03 02);

ვ) ქვეპროგრამა ,, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 09);

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები