ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 137
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

  

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  (პროგრამული კოდი 03 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი  03 02 03);

გ) ქვეპროგრამა ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი  03 02 04);

დ) ქვეპროგრამა ქალაქის დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 05);

ე) ქვეპროგრამა სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06);

 ვ) ქვეპროგრამა ,,გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია" (პროგრამული კოდი 03 02 07);

 ზ) ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 08);

 თ) ქვეპროგრამა ,,წყლის სისტემების რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 03 02 02);

 

     2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები