2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის #246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის №246 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგირედაქციით:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ.“.
ბ) განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი