ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2009-12-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №28
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №20-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №20-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №86, 31.12.2009, გვ: 2-6)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლე¬ბი შემდეგი რედაქციით:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახ¬დელები:
(ათას ლარებში)

დასახელება    2008 წლის ფაქტი    2009 წლის ფაქტი    2010 წლის გეგმა
შემოსულობები    76,082.3    124,210.8    162,676.9
შემოსავლები    58,461.7    122,075.8    155,776.9
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება)    5,620.7    2,135.0    6,900.0
ვალდებულებების ცვლილება (ზრდა)    12,000.0        
გადასახდელები    72,725.4    119,769.5    174,575.9
ხარჯები    48,559.5    79,437.2    120,030.8
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა)    23,571.1    39,665.9    53,115.8
ვალდებულებების ცვლილება (კლება)    594.8    666.4    1,429.3
ნაშთის ცვლილება    3,356.9    4,441.3    -11,899.0


2.
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)

დასახელება    2008 წლის ფაქტი    2009 წლის ფაქტი    2010 წლის გეგმა
შემოსავლები    58,461.7    122,075.8    155,776.9
გადასახადები    8,382.0    7,973.8    10,100.0
გრანტები    43,210.8    106,279.9    135,336.9
სხვა შემოსავლები    6,868.9    7,822.0    10,340.0
ხარჯები    48,559.5    79,437.2    120,030.8
შრომის ანაზღაურება    3,588.8    3,320.0    4,500.6
საქონელი და მომსახურება    12,665.8    15,125.9    16,393.8
პროცენტი    564.5    848.2    1,496.9
სუბსიდიები    7,986.9    9,673.2    10,031.1
სოციალური უზრუნველყოფა    2,457.6    1,803.1    2,592.9
სხვა ხარჯები    21,295.9    48,666.8    85,015.5
საოპერაციო სალდო    9,902.2    42,638.6    35,746.1
არაფინანსური აქტივების ცვლილება    17,950.4    37,530.9    46,215.8
ზრდა     23,571.1    39,665.9    53,115.8
კლება    5,620.7    2,135.0    6,900.0
მთლიანი სალდო    -8,048.3    5,107.7    -10,469.7
ფინანსური აქტივების ცვლილება    3,356.9    4,441.3    -11,899.0
ზრდა     3,356.9    4,441.3    
კლება            11,899.0
ვალდებულებების ცვლილება    11,405.2    -666.4    -1,429.3
ზრდა    12,000.0        
კლება    594.8    666.4    1,429.3
ბალანსი    0    0    0

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 155,776.9 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-სა.“.

გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 120,030.8 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.“.

დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 35,746.1 ათასი ლარის ოდენობით.“.

ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 46,215.8 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:

3.

ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 53,115.8 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 6,900.0 ათასი ლარის ოდენობით.“.

ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 173,146.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.“.

ზ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 174,575.9 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-სა.“.

თ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 2,926.2 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 679.3 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 993.1 ათასი ლარი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული სესხის, ხოლო 1,253.8 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისათვის.“.

ი) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 15,327.7 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 13,066.1 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქ-ტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, 2,014.8 ათასი ლარი - ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტის თანადაფინანსებისათვის, ხოლო 246,8 ათასი ლარი - ქ. ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“.

კ) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
1. განისაზღვროს მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში წარმოშობილი წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვის (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების) საბიუჯე-ტო ასიგნებები 16,2 ათასი ლარის ოდენობით.
2. წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2010 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესე¬ბულებას.“.

ლ) დადგენილების დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების¬თანავე.



საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   გიორგი კირთაძე 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები