2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მეწარმე სუბიექტებად
დაფუძნებული იურიდიული პირების - სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ადრე მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია: 2014 წლის 05 თებერვლის N1958-IIს საქართველოს ორგანული კანონით - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, შესაბამისად თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ახორციელებდა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მეწარმე სუბიექტებად დაფუძნებული იურიდიული პირების დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილებას. დღეისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი უნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანა და პარტნიორის სხვა უფლებამოსილების განხორციელება ნაცვლად ქ. ბათუმის საკრებულოსა მიეკუთვნა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას. ამასთან საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირდაპირაა განსაზღვრული, რომ მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შესაბამისად ცალსახაა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციების დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილება და ორგანიზაციის მართვა. ასევე ამავე კანონით ცალსახად განსაზღვრულია, რომ საკრებულო წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს და მის ფუნქციებში არანაირად არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს ისეთი აღმასრულებელი ფუნქციით სარგებლობა, როგორიცაა მეწარმე სუბიექტების დაფუძნებული იურიდიული პირების დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კანონომდებლობის მიხედვით ვინაიდან საკრებულოს აღარ გააჩნია მეწარმე სუბიექტების დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილება მანვე არის ვალდებული, ფორმალურად (ტექნიკურად) აღასრულოს საკანონმდებლო მოთხოვნა და მიიღოს გადაწყვეტილება თავის მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტების დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ქ. ბათუმის მერისათვის გადაცემის შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილი იქნას ცვლილებები თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მეწარმე სუბიექტებად დაფუძნებული იურიდიული პირების სადამფუძნებლო და ასევე სუბიექტის რეგისტრტირებულ მონაცემებში და ქვემოთ მოცემული მეწარმე სუბიექტების:
ა) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ (ს/კ №245445200);
ბ) შპს „ბათუმის წყალი“ (ს/კ №245556679);
გ) შპს „სანდასუფთავება“ (ს/კ №245548153);
დ) შპს „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“ (ს/კ№445428323);
ე) შპს საკალათბურთო კლუბი „ბათუმი - 2010“ (ს/კ №445384691);
ვ) შპს „წყალბურთის კლუბი „ბათუმი“ (ს/კ №445393930);
ზ) შპს სარაგბო კლუბი „ბათუმი“ (ს/კ №445393495);
თ) შპს ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ (ს/კ №445384628);
ი) შპს „ფრენბურთის კლუბი „ბათუმი“ (ს/კ №445386314);
კ) შპს „დინამო ბათუმი“ (ს/კ №245622205);
ლ) შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (ს/კ№245426490)
დამფუძნებელი/პარტნიორის უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულების მიზნით გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისად აღნიშნული ორგანიზაციების დამფუძნებელ/პარტნიორად განისაზღვროს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციების დამფუძნებელი/პარტნიორის ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
4. მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსს რამაზ მამულაძეს (პირადი N61001014869) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინოს წინამდებარე განკარგულება და მოითხოვოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტში რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი