2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დაფუძნებული
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -
სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში
ცვლილებების შეტანის შესახებ
ადრე მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია: 2014 წლის 05 თებერვლის N1958-IIს საქართველოს ორგანული კანონით - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, შესაბამისად თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ახორციელებდა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამფუძნებელის/წევრის (პარტნიორი) უფლებამოსილებას. დღეისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანა და დამფუძნებლის/წევრის (პარტნიორის) სხვა უფლებამოსილების განხორციელება ნაცვლად ქ. ბათუმის საკრებულოსა მიეკუთვნა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას. შესაბამისად ცალსახაა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ქ. ბათუმის არმასრულებელი ორგანო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციების დამფუძნებელი/წევრის უფლებამოსილება და ორგანიზაციის მართვა. ასევე ამავე კანონით ცალსახად განსაზღვრულია, რომ საკრებულო წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს და მის ფუნქციებში არანაირად არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს ისეთი აღმასრულებელი ფუნქციით სარგებლობა, როგორიცაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამფუძნებლის/წევრის (პარტნიორი) უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კანონომდებლობის მიხედვით, ვინაიდან საკრებულოს აღარ გააჩნია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამფუძნებელის/წევრის (პარტნიორის) უფლებამოსილება, მანვე არის ვალდებული ფორმალურად (ტექნიკურად) აღასრულოს საკანონმდებლო მოთხოვნა, მიიღოს გადაწყვეტილება თავის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამფუძნებელი/წევრის (პარტნიორის) უფლებამოსილების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ქ. ბათუმის მერისათვის გადაცემის შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილ იქნას ცვლილებები თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სადამფუძნებლო და ასევე სუბიექტის რეგისტრტირებულ მონაცემებში და ქვემოთ მოცემული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების:
ა) ა(ა)იპ - „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ (ს/კ №445393510);
ბ) ა(ა)იპ - „ქ. ბათუმის კულტურის ცენტრი“ (ს/კ №245612109);
გ) ა(ა)იპ - „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა“ (ს/კ №245608597);
დ) ა(ა)იპ - „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ (ს/კ №245615963);
ე) ა(ა)იპ - „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ (ს/კ №445391941);
ვ) ა(ა)იპ - „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ (ს/კ №245602110);
ზ) ა(ა)იპ - „ბათუმის განვითარების ფონდი“ (ს/კ №245603529);
თ) ა(ა)იპ - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ (ს/კ №445405348);
ი) ა(ა)იპ - „ბათუმის კორპუსი“ (ს/კ №445413525);
კ) ა(ა)იპ - „ბათუმის სასაფლაოები“ (ს/კ №445413516);
ლ) ა(ა)იპ - „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“ (ს/კ №445419137);
მ) ა(ა)იპ - „ბათუმის ავტოდრომი“ (ს/კ №445424078);
ნ) ა(ა)იპ - „საჭადრაკო კლუბი ნონა“ (ს/კ №445426138);
ო) ა(ა)იპ - „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ (ს/კ №445437705)
დამფუძნებელი/წევრის (პარტნიორის) უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულების მიზნით გადეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს. შესაბამისად აღნიშნული ორგანიზაციების დამფუძნებელ/წევრად განისაზღვროს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანო - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციების დამფუძნებელი/წევრის (პარტნიორის) ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტში სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
4. მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსს რამაზ მამულაძეს (პირადი N61001014869) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინოს წინამდებარე განკარგულება და მოითხოვოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტში რეგისტრირებულ მონაცემებში წინამდებარე განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილებების შეტანა
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი