2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის მერიასა და შპს „სპორტულ სინდიკატს“ შორის 2007 წლის 21 თებერვალს გაფორმებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება“-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს თანხმობა ხელი მოაწეროს ქ. ბათუმის მერიასა და შპს „სპორტულ სინდიკატს“ შორის 2007 წლის 21 თებერვალს გაფორმებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება“-ში (დამოწმებული სანოტარო აქტით, რეესტრის №1-1587; გაფორმების თარიღი: 21.02.2007 წ; ნოტარიუსი ქ. ბათუმში: ხათუნა კალანდარიშვილი) ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4.2. პუნქტის შემდეგი შინაარსით (რედაქციით) ჩამოყალიბებას:
„4.4.2. საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს მრავალ-სართულიანი თანამედროვე მრავალფუნქციური დანიშნულების მაღლივი შენობა (საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული დანიშნულების ფართობი), რომელიც იქნება არანაკლებ თექვსმეტსართულიანი და არაუმეტეს ცხრამეტსართულიანი. საცხოვრებელ სახლს უნდა ჰქონდეს თავისი ელექტრომამარაგების ავტონომიური წყარო (სატრანსპორ-მატორო ქვესადგურის მშენებლობა), აგრეთვე სავენტილაციო და გათბობის ავტონომიური სისტემა.“.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების სრული ტექსტის მომზადება, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქ. ბათუმის მერიასა და შპს „სპორტულ სინდიკატს“ შორის 2007 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მთელი ტექსტიდან ყველა იმ ნაწილის რედაქტირების საკითხი, რომელიც აუცილებელია და საჭიროებს ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4.2 პუნქტთან მისადაგებას და ამ მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს თანხმობა ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი