ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 127
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“  დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და  ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02) შემდეგი ქვეპროგრამები:

ა) ქვეპროგრამა სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 04);

გ) ქვეპროგრამა „პროფესიული სწავლება“ (პროგრამული კოდი 06 02 09);

დ) ქვეპროგრამა „საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 10);

ე) ქვეპროგრამა „გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 11);

ვ) ქვეპროგრამა „ერთჯერადი მატერიალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე“ (პროგრამული კოდი 06 02 17);

ზ) ქვეპროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 16).

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები