2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №33
2014 წლის 29 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №95, 02.03.2010, გვ:8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ #3-ში გრაფა 6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6 |
მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - მერიის რწმუნებული - წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი, მერის წარმომადგენელი
|
1050 |
გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ #3-ს დაემატოს 61 გრაფა, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
61 |
მერის წარმომადგენლის თანაშემწე
|
800 |
2. დადგენილება ძალაშია 2014 წლის 5 სექტემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი