ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 31
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

31

2014 წლის 29 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

 

საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების

დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 

1. დამტკიცდეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ“ თანდართული დებუ­ლება.

2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ საპატიო წოდების მინიჭების შესახებ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტის და ამ განკარგულებაზე თანდართული საპატიო წოდება მინიჭებული პირების შესახებ  მონაცემების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციისათვის ასლის სახით გადაცემა.

3. ძალადაკარგულად გამოცხადეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის N 26 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016116).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნების­თანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს დადგენილება

2014 წლის 29  აგვისტო  31

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ

 

ეს დებულება განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების (შემდგომში – საპატიო წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს.

 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

1.  საპატიო წოდებებია:

ა) საპატიო ბათუმელი;

ბ) ბათუმის საპატიო მოქალაქე;

გ) დამსახურებული მოღვაწე (მაგ. დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედა­გოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).

2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის  მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.

3. საპატიო ბათუმელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა)  განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს განვითა­რების საქმეში;

გ)  მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

4. ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალა­ქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქა­ლაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეც­ნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა)  განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს განვი­თარების საქმეში;

გ)  მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

5. დამსახურებული მოღვაწის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსა­ხურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფე­სიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.

6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.

 

მუხლი 2. საპატიო წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო

საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს ქ. ბათუ­მის მუნიციპალიტეტის მერი. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ საკითხს იხილავს და  ქ. ბა­თუმის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამის სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის შესაბამისი განყოფი­ლება.

 

მუხლი 3. საპატიო წოდებაზე  კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები

1.   საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  წარმომადგენლობითი და სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;

ბ)  ქალაქ  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას;

ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს;

ვ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით  ორგანიზაციებს;

ზ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლო­ბელ 3 პიროვნებას.

2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდ­გენენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:

ა)  საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;

ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

გ) ბიოგრაფიული ცნობები;

დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადო­ები­სათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმე­­ტური და სხვა სახის მასალები;

ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.

 

მუხლი 4.  საპატიო  წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი

1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისიერ გადაწ­ყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველ­ყოფის მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორიელებას.

2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის  დამზადებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქ. ბათუმის  მერის ადმინის­ტრაცია.

3. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქ. ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

4.  საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

5. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.

6. საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა გან­თავ­სდეს შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე;

7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინის­ტრაციის შესაბამისი განყოფილება, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება).

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები