2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №29
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის
№1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმ¬-მართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ. გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ე.ა) ლატარიის მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონა¬გებ¬ის 20 %;
ე.ბ) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 18 000 ლარი კვარტალში;
ე.გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2000 ლარი კვარტალში;
ე.დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარი;
ე.ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე.ვ) სისტემურ - ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია - ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნეს¬ის სახეობის მიხედვით და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისათვის განისაზღვრე¬ბა:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარი;
დ) სისტემურ - ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
ე) ლატარიის მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე