2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №30
2014 წლის 29 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №33 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №33 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016184).
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო ახალი მოთხოვნების შემუშავება და საკრებულოს მუნიციპალიტეტის სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი