ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

28

 2014 წლის 29 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  :

 

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 30 ნოემბრის  4-3 დადგენილება (გაზეთი აჭარა #230; 15.12.2006 წ. გვ. 14,15).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს დადგენილება

     2014  წლის 29 აგვისტო¹N28

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამსახურის

 

  

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“-სა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილ(ეებ)ისა და სამსა­ხურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­ლებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: . ბათუმი, უკა ასათიანის . 25.

8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

 

 მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

) კანონის წინაშე თანასწორობა;

) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე;

) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ­შეწო­ნასწორებით;

) მიუკერძოებლობა;

) საქვეყნოობა და საჯაროობა.

                               

 თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

 1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

) ქალაქ ბათუმში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდი­ნაცია და ზედამხედველობა);

) ქალაქ ბათუმის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგ­რა­მების შემუშავება და განხორციელების ორგანიზაცია კანონის შესაბამისად;

) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო პროგრამების შემუშავება;

) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ ბათუმში განსახორციელებელი სახელ­მწიფო და საქალაქო პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბათუმში განსახორციელებელი სამედი­ცინო და სოციალური პროგრამების კოორდინაცია;

) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონის­ძიებათა შემუშავება;

) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთა­შორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;

) ქალაქის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმებული, კოორდინი­რე­ბული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

) ქალაქ ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდი­ნაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა;

) ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სპეცი­ალუ­რი ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;

) . ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და გატარება;

) ქალაქის ჯანდაცვის ქსელში (როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულში) მიმდინარე პროცესების რეფერალური და სახელმწიფო პროგრამების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართული სხვა გლობალური ღონის­ძიებების (მათ შორის სამედიცინო დაზღვევის) შესახებ საერთო ინფორმაციული ბაზის შექმნა, პროგრამის განმხორციელებელთან კოორდინაცია;

) ქალაქის ჯანდაცვის სფეროდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელე­გირე­ბული გარკვეული ფუნქციების აღება;

) სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება კანონის შესაბამისად;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლინება და დაავადების მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა.

) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვე­ნებლების ანალიზი, ავადო­ბის გრძელი და მოკლევადიანი პროგნოზირება.

) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფაცხოვრების და დასვენების უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა;

) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდელო დაწესე­ბულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

) ავადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და სამეც­ნიერო სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება დადგენილი წესით;.

) გადამდები (განსაკუთრებით საკარანტინო) დაავადებების ეპიდკონტროლის გან­ხორ­ციელება, მათი აღმოცენების, გავრცე­ლების შეზღუდვა, სათანადო ეპიდსაწინააღ­მდეგო ღონის­ძიე­ბების ორგანიზაცია და გატარება;

) სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის კონტროლი. ბათუმის ტერიტო­რიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკ­მახე­როები, კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლაჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათამაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ყ) დადგენილი წესით  დაწესებულების მოწყობის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნის გაცემა;

) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ­თალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;

ჩ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევა;

ც) მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული-პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა;

 ძ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება;

) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვა­ლისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლა;

ბ) დამტკიცებული  მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, ქალაქის სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;

გ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) სამედიცინო დაწესებულებებთან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სა­ხელ­შეკრულებო პირობების დაცვის კოორდინაცია;

ე) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადას­ხვა სახის შეღავათების გაწევა, მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით, სადაზვევო კომპანიების მუშაობის ხელშეწყობა;

ვ) ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგ­რაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ზ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება;

თ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების და ქალაქ ბათუმის ბენეფიცირთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ი) შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შედგენა _ განხორციელება, დემოგრაფიული პროგრამების ინფორმაციული ბანკის შექმნა;

კ) ცხოვრების ჯანსაღი წესის, მავნე ჩვევათა და საერთო ქცევითი დამოკიდე­ბუ­ლებების კორექცია ჯანსაღი უნარ-ჩვევათა განვითარების ფორმირების და დამკვიდრების მიზნით ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებით და სხვა ღონისძიებებით ფართო სამედიცინო სააგიტაციო-პროპაგანდისტური მუშაობის ორგანიზაცია-წარმართვა;

ლ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დაავადებათა პროფი­ლაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. შესაბამისად პროფილაქ­ტიკური პროგრამების პროექტირება, ორგანიზება და განხორციელების ხელშეწყობა.

მ) ქალაქ ბათუმის მოსახლეობის და მიზნობრივ ჯგუფებში (... პირები,   სოცი­ალუ­რად დაუცველები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, იძულებით გადაად­გილებული პირები, ასაკით პენსიონერები, და სხვა) სხვადასხვა სახის დახმარების ხელშეწყობა;

ნ) დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით სქრინინგ-პროგრამების შემუშავება;

ო) სანიტარიულ კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსახლეობისათვის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფა;

პ) ჯანდაცვითი პროგრამების (ცენტრალური და მუნიციპალური) პროექტების შედ­გე­ნასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ჟ) მოსახლეობაში პრევენციურ-საგანმა­ნათლებლო პროგრამების განხორციელება, ინფორმირებულობის დონის შეფასება;

რ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველ­ყოფის მიზნით ეპიდ­სიტუაციის გაუარესების პროგნოზირება და სათანადო წინადადებების შემუშავება;

ს) მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელ­შეწყობა;

ტ) სოციალური კვლევების წარმოება, ჯანსაღ საზოგა­დოებრივ დამოკიდებულე­ბათა ფორმირების ხელშეწყობა საზოგა­­­დოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ეფექტური გან­ხორ­­ციე­ლების მიზნით;

უ) დონაციის ორგანიზების საინფორმაციო სისტემის ფორმირება, რისკ-ჯგუფების კვლევა;

ფ). საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იური­დიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და  საქარ­თველოს სხვადასხვა კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;

ქ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებელი ტუბერკუ­ლოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების მონიტორინგი;

ღ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის და პროფილაქტიკის ხელ­შეწ­ყობა;

ყ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორ-ცი­ელება.

 

თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა

 

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რ­­თველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკის­რებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მო­სამ­სა­ხურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკის­რების, მოსამ­სა­ხურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამ­სახურეთა სამსა­ხუ­რებ­რივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

) ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმი­ნის­­რა­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანო­ბიდან გა­მომ­დინარე შეტანილ საჩივრებს;

) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომადგენლობითი უფლება­მოსილების გან­ხორციელებად;

) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლების არსებობის შემთხვევაში;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტებს;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუ­ქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლო­ბასთან შე­საბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმარ­თვე­­ლობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­მ­ძ­ღ­ვანელებს

) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;

) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიებში;

) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და  მერის კურა­ტორი მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს;

) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კუ­რა­ტო­რი მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართვე­ლობის კოდექსის“ შე­სა­ბა­მი­სად.

 

მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მათი უფლებამოსილებები

 

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე).

2. უფროსის მოადგილეებს საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი.

3. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. უფროსის მოადგილეები:

) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლებების საქმიანობას;E   

) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრუ­ლებენ მერის, სამსახურის კურატორი მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ და­ვა­ლე­ბებს;

) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

5. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად საქმიანობის სრული კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ­ციელება გუ­ლისხ­მობს:

) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქ­ციე­ბის შესრულებაზე;

) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყოფის სა­კად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახუ­რეთა წახალი­სე­ბი­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახუ­რეთა მიერ მო­რი­გი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსა­ხურეთა სამსახურებრივი მივ­ლი­ნე­ბე­ბის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორ­გა­ნი­ზე­ბისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანა­ყოფის მო­სამ­სა­ხუ­რეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შეს­რუ­ლების კონტროლს;

) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკით­ხე­ბის, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე სტრუ­ქ­ტურული ერ­თეუ­ლე­ბი­სათვის კონსულტაციების გაწევას.

6. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

7. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსა­ხურის უფ­რო­სის წინაშე.

8. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებ­რივი ურ­თიე­რთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი V. სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

 

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) ჯანმრთელობის  დაცვის განყოფილება;

) სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების  განყოფილება;

) სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალე­ობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

  

მუხლი 7. სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფლებამო­სილება

 1. სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება:

) შეიმუშავებს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს;

) შეიმუშავებს და ახორციელებს დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის დარგში სხვადახვა ღონისძიებებს;

) დადგენილი წესით ღებულობს მონაწილეობას სოციალურ სფეროში საერთა­შორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში;

) შეისწავლის, აანალიზებს და შეიმუშავებს წინადადებებს მოსახლეობის   სოცი­ალუ­რი მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის სფეროში;

) ახორციელებს ღონისძიებებს მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალუ­რი დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად;

) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით ხელს უწყობს სადაზღვევო კომპანიების მუშაობას;

) ხელს უწყობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორ­ციელებას;

) აწარმოებს მოსახლეობის სოციალურ მონიტორინგსა და ინდივიდზე ორიენტი­რებული _ პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევას;

) უზრუნველყოფს სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარებას, თავშე­საფ­რების მოწყობასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონის­ძიებების გატარებას;

) უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას;

) უზრუნველყოფს შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების საქალაქო პროგრა­მების შედგენას, განხორციელებას, დემოგრაფიული პროგრამების ინფორმაციული ბანკის შექმნას;

) შეიმუშავებს და ახორციელებს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოსახლეობის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო სპეციალურ პროგრამებს;

) ახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამსახურებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, “მძიმე მდგომარეობაში მყოფიბავშვებისათვის სპეციალური დახმარებების გაწევას;

) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილი მოსახლეობა და სხვა) სოციალური დახმარების გაწევას.

) აწარმოებს სოციალურ კვლევებს, ხელს უწყობს ჯანსაღ საზოგა­დოებრივ დამოკი­დებულებათა ფორმირებას, საზოგა­­­დოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ეფექტური გან­ხორ­­ციე­ლების მიზნით.

) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარმოუდგენს არსებული ვეტერანების აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენტაციას ვეტერანის აღრიცხვაზე ასაყვანად. ვეტერა­ნების გარდაცვალების ან სხვა რეგიონში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში, აღნიშ­ნულის შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოებს;

) ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ზრუნავს ვეტერანთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხების ბიუჯეტში გათვალისწინებაზე;

) ზრუნავს ადგილობრივი სოციალური პროგრამების შემუშავებისა და ვეტერანთა ინტერესების დაცვაზე;

) ზრუნავს და ხელს უწყობს ადგილობრივი დასაქმების პროგრამებში ვეტერა­ნე­ბის მონაწილეობაზე;

) აღრიცხავს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საბრძოლო დიდების მემო­რიალებს, ძმათა სასაფლაოებს, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერი­ტო­რი­ული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების საფლავებს, საჭიროებისამებრ იძიებს თანხებს ადგილობრივ ბიუჯეტში მათ მოსავლელად და უკვდავსაყოფად;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მოადგილე­ების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლე­ბა-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფლებამო­სილებები:

 1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია და ზედამხედველობა);

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის  ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუ­შავება და განხორციელების ორგანიზაცია კანონის შესაბამისად;

) ჯანმრთელობის დაცვის საქალაქო პროგრამების შემუშავება;

) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში განსა­ხორციელებელი სახელმწიფო და საქალაქო პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება;

) ქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგა­ნიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმე­ბული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქ­მი­ანობის კოორდინაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესა­ბამისად;

) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა;

) ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სპე­ცი­ალუ­რი ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;

) ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლინება და დაავადების მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა;

) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვე­ნებლების ანალიზი, ავადო­ბის გრძელი და მოკლევადიანი პროგნოზირება;

) გარემოს პროფილურ ფაქტორთა მონიტორინგი;

) სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის კონტროლი, საავადმყოფოს შიგა ინფექციების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

) ქალაქ ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ახალი, პროგრე­სუ­ლი მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზა­ცი­ებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

) მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოსახლეობის ფსიქო-სოციალური რეაბილი­ტა­ციისათვის საჭირო სპეციალური პროგრამების შედგენა და მათი უზრუნველყოფა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებსა და პარტნიორ ორგა­ნიზაციებთან ერთად, მძიმე მდგომარეობაში მყოფიბავშვებისათვის სპეციალური დახმარებების გაწევა;

) ცხოვრების ჯანსაღი წესის, მავნე ჩვევათა და საერთო ქცევითი დამოკი­დებუ­ლებების კორექცია ჯანსაღი უნარ-ჩვევათა განვითარების ფორმირების და დამკვიდრების მიზნით ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებით და სხვა ღონისძიებებით ფართო სამედიცინო სააგიტაციო-პროპაგანდისტური მუშაობის ორგანიზაცია-წარმართვა;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დაავადებათა პროფი­ლაქ­ტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. შესაბამისად პროფილაქტი­კური პროგრამების პროექტირება, ორგანიზება და განხორციელების ხელშეწყობა;

) ჯანდაცვითი პროგრამების (ცენტრალური და მუნიციპალური) პროექტების შედ­გე­ნასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

) ქალაქ ბათუმის მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმა­ნათლებლო სამუ­შაოების განხორციელება, ინფორმირებულობის დონის შეფასება;

) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველ­ყოფის მიზნით ეპიდსი­ტუ­აციის გაუარესების პროგნოზირება და სათანადო წინადადებების შემუშავება;

) მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელ­შეწყობა;

) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ეპი­დე­მიოლოგიური კვლევა, გამომწვევი მიზეზების დადგენა;

) ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მოსახ­ლეობის ფართო ფენების ადექვატური ინფორმი­რება;

) ტრავმატიზმის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება. ტრავმის რეგის­ტრაციისა და ანალიზის საინფორმა­ციო სისტემების სრულყოფის ხელშეწყობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული ტუბერკუ­ლოზის საწი­ნააღმდეგო ღონისძიებების მონიტორინგი;

) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის და პროფილაქტიკის ხელშეწყობა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მოადგი­ეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 

მუხლი 9. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები

 1. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:

)  სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლ;

) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფაცხოვრების და დასვენების უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა;

) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნუ­ლების დაწესებულებებში (სილამაზის სალონები, სასტუმროები, აბანოები, სამრეცხაოები, საცურაო აუზები და სხვა), საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასება;

) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების მოხელეების მეშვეობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ადმი­ნის­ტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;

) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესე­ბუ­ლებებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელ-შეწყობა;

) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდელო დაწე­სე­ბუ­ლებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკურიკაბინეტები, სასტუმ­როები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლაჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათამაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

) დადგენილი წესით გასცემს დაწესებულების მოწყობის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნას;

) ეპიდსაშიშროებისას თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენ­ციის ფარგლებში  პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიების გატარება;

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველად ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მოადგი­ეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლე­ბა-მოვალეობებს;

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

  

მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენ­ლობაში დგინ­დება შემდეგი თანამდებობები:

) სამსახურის უფროსი;

) უფროსის მოადგილე;

) განყოფილების უფროსი;

) მთავარი სპეციალისტი;

) წამყვანი სპეციალისტი;

) უფროსი სპეციალისტი;

) სპეციალისტი.

  

თავი VI. სხვა დებულებები

 

მუხლი 11. სხვა დებულებები

 წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები