ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 26
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

26

 2014 წლის 29 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის

სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  :

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულის - მობილიზაციის, სამ­ხედ­რო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის #1-3 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ #15; 09.02.2008წ. გვ:12, 13).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

 

 

 

 

        საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 

  

 

დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს დადგენილება

     2014  წლის 29 აგვისტო¹N26

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის

სამსახურის დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ალაქ ბათუმის მუნიციპა­ლიტეტის მერიის სტრუქ­ტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,სამ­ხედ­რო ვალდებულებისა და სამ­ხე­­რო სამსახურის შესახებ,სამხედრო სარეზერვო სამსა­ხურის შესახებდამობილიზაციის შე­სახებ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნ­ველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამ­ხე­­რო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალ­დე­ბუ­ლო სამსახურში გაწვევას, მობი­ლი­ზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავში­რე­ბუ­ლი საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქარ­თ­ვე­­ლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, სამხედრო ვალდე­ბუ­ლებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებდა მო­ბილიზაციის შესახებსაქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკა­ნონ­მდებლო და კა­ნონქვემდებარე აქტებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებუ­ლოსა და მერის შე­სა­ბა­მი­სი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძ­ვე­­ზე და ფარგლებში.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობი­ლიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურ­ში შე­მავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­ლებული ბალანსი და ანგარიში.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: . ბათუმი, 26 მაისის . №45.

7. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

) კანონის წინაშე თანასწორობა;

) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე;

) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ­შე­წონას­წორებით;

) მიუკერძოებლობა;

) საქვეყნოობა და საჯაროობა.

 

თავი II. სამსახურის ძირითადი ფუნქციები,

ამოცანები და უფლება-მოვალეობანი

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

 სამსახურის ძირითად ფუნქციებს და ამოცანებს განეკუთვნება:

) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახუ­რი­სათ­ვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

) ახალგაზრდებთან პატრიოტულ _ აღმზდელობითი მუშაობა;

) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთასერ­ჟან­­­­­­თა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მო­ზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

 

მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილებები

 

სამსახურის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

) კანონმდებლობით განსაზღვრული პირ(ებ)ის პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შეს­რუ­ლება;

) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანი­ზება;

) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთ­ხოვ­ნა­თა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო _ სამობილიზაციო გაშ­ლი­­სათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მი­ღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

) თავის უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მი­იღოს საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწე­სე­ბულებე­ბიდან და ორგანიზაციებიდან;

) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების გან­ხილ­ვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლოს საკითხი მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანი­სა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსა­ხორ­­ციელე­ბელ ღონისძიებათა შესახებ;

) მერის ცალკეული დავალებების შესრულება;

ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 

თავი III. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

 

მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფრო­სი).

2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის ადგილობრივი თვით­მმარ­­­­თველობის კოდექსის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფ­ლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსე­ბუ­ლი ამოცანების შესრულებისათვის;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწ­­ვე­ტილების შემდეგ, მერს წარუდგენს ახალგაზრდობის სამხედრო სამ­სა­ხუ­რისათვის მომ­ზა­დე­ბის, პირველად სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწ­ვე­ვისა და სხვა სამუშაოების შეს­რუ­ლე­ბის შესახებ მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:

.) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;

.) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;

.) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარ­­გე­ნას შესაბამის ორგანოებში;

.) სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას.

) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს რეკომენდაციებს, მითითებებს სა­ხელ­­­წიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრუ­ლებ­ლად;

) უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და თავისი კომ­პე­ტენ­ციის ფარგლებში, შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია, ადგი­­ლობ­­რი­ვი თვითმმართველობის ტერიტორიაზე გან­თავ­სე­ბული საწარმოებიდან, დაწე­სე­­ბუ­­ლებე­ბი­დან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთ­რე­ბი­სა და ორგანიზაციულ _ სამარ­­ლებ­რი­ვი ფორ­მის მიუხედავად.

) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამ­­რო­­მელ­თა შორის.

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანო­ბიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;

) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვ­ლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სილების განხორციელებად;

) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუ­­შაო­თა შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;

) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­­­­ვანელებს;

) სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამ­შრომ­­ლობს სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერ­თობი­სას;

) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მო­ნა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

) ესწრება მერის თათბირებს;

ს) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმი­ნის­­რა­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;

) ახორციელებს ამ დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზ­­­­რულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსა­ხუ­რი­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნების­მი­ერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­­­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით ადგილობ­რი­ვი თვითმმარ­თვე­ლო­ბის კოდექსის შე­სა­ბა­მი­სად.

 

მუხლი 6. სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე), რო­მელ­საც საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფ­ლებისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

ბ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

) ისმენს სამსა­ხურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ანგარიშს გაწეული მუშაო­ბის შესახებ;

) აძლევს დავა­ლებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ორგანიზაციას უწევს სტრუქ­­ტურული ქვედანაყოფების და თანამშრომლის საქმიანობას;

) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;

) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობების დროულად შეს­რუ­­ლების კონტროლს;

თ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, ქალაქ ბათუმის მუ­ნი­ციპალიტეტის საკრებულოსა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.

3. უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამ­სა­ხუ­რებ­რივი ურ­თი­ერ­თობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლები გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახური სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

) მობილიზაციის განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განი­სა­ზღვრება წინამდებარე დებულებით.

  

მუხლი 8. პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფლება­მოსილებები

 1. პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედ­რო სამ­სა­ხურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგა­ნიზება;

ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუ­შაოთა შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება;

დ) მონაწილეობა ღებულობს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების გან­ხილ­ვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლის საკითხ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსა­ხორციელე­ბელ ღო­ნისძიებათა შესახებ;

ე) ქმნის პირველადი სამხედრო არიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს;

ვ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამ­სა­ხუ­რის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორცი-ელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფრო­სის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთი­ერ­თობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლები განისაზ­ღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 9. მობილიზაციის განყოფილების უფლებამოსილებები

 1. მობილიზაციის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟან­­­­თა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

) უზრუნველყოფს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერ­ვის­ტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგ­ზავ­ნა;

) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანი­ზება;

დ) უზრუნველყოფს ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობი­ლი­ზა­ციო მოთხოვნა­თა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო _ სამობი­ლი­ზაციო გაშლი­სათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

ე) ქმნის სამობილიზაციო რესურსების ერთიან ელექტრონულ ბაზას;

ვ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ-ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

  ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენ­ლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

) სამსახურის უფროსი;

) უფროსის მოადგილე;

) განყოფილების უფროსი;

) მთავარი სპეციალისტი;

) წამყვანი სპეციალისტი;

) უფროსი სპეციალისტი;

) სპეციალისტი.

 

თავი IV. სხვა დებულებები

 

მუხლი 11. სხვა დებულებები

 

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები