ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 21
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

21

2014 წლის 29 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის

დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო   :

 

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­­გეგ­მარების სამსახურის თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართ­ვე­ლი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების  სამსახურის დე­ბუ­­ლების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის37 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), სსმ, 65, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016021).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 

 

 

 

დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს დადგენილება

2014 წლის 29 აგვისტო  21

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­გეგმა­რების სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“-სა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­გეგმა­რების სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილ(ეებ)ისა და სამ­სა­ხურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: . ბათუმი, ლუკა ასათიანის . 25.

8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყე­ნებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია

 

) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

) კანონის წინაშე თანასწორობა;

) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე;

) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწო­ნას­­წორებით;

) მიუკერძოებლობა;

) საქვეყნოობა და საჯაროობა.

 

თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

 

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები

 

1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა, რო­მ­ლე­ბიც როგორც წესი, იყოფა  სამ ურთიე­რ­თ­დამოკი­დებულ, მაგრამ ადმინი­ს­ტრა­­ცი­უ­ლი წარ­მ­ო­­ების თვალსაზრი­სით დამოუკიდე­ბელ სტადიად: I სტადია – ქალაქ­თ­მ­შ­ე­ნ­ე­ბ­­ლო­ბ­ი­თი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბ­ე­ბ­ის დამ­ტ­კი­ცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არ­ქ­ი­ტ­ე­ქ­ტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთა­ნ­­ხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. I კლასის ობიექტის შემთხვევაში დაგეგმილი მშე­ნებ­ლობის ქალაქთმ­შე­­ნე­ბ­­ლობით დოკუმენტებთან შესა­ბა­მისობის და მშენებლობის გან­­ხორციელების შესაძლებლობის დადასტურების ად­მი­ნისტრაციული წარმოების პრო­ცეს­ში ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა;

ბ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბ­ის ან ლე­გალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მი­სი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება;

ე) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მო­მ­ზადება;

ვ) კონკურსების ორგანიზება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და რეაბილიტაციის პრო­გ­რამების განსახორციელებლად;

ზ) ქალაქ ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარე­ო­ბის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

თ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართ­ლებრივი, ეკო­ნ­ო­მიკუ­რი და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომ­პე­ტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყო­ფისათვის;

ი) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნე­ბითი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მასალების მომზადება და გავრცელება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე;

კ) სემინარებში, კონფერენციებში, ტრეინინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწი­ლე­ობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;

ლ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

მ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით და­დ­გე­ნილ ვადებში და წესით განხილვა;

ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;

ო) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შე­ს­ა­ბამის სტრუქტურებთან;

პ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება;

ჟ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებების შესრულება;

რ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორ­ცი­ე­ლება.

 

თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა

 

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

 

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფ­რო­სი).

2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­­­­თველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე და­კის­რე­ბუ­ლი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავ­ში­რე­ბით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავ­ლე­ბის შესახებ;

) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

) ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტების პროექტებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

) ხელს აწერს ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გენის შესახებ შესაბამის წერილებს და უგზავნის დაინტერებულ პირებს ერ­თიანი საქმისწარ­მოების წესით;

) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტუ­რული ერთეულის მიერ შეს­რუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქ­მია­ნო­ბი­დან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, რომელზედაც ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;

) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვ­ლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომადგენლობითი უფ­ლებამოსილების განხორციელებად;

) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფ­ლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ქა­ლაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტებს;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლო­ბას­თან შე­საბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვით­მმართვე­ლობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­მ­ძ­ღ­ვანელებს;

) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;

) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიე­ბში;

) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მო­ნა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;

) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსა­ხუ­რი­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმარ­თ­ვე­ლო­ბის კოდექსის“ შე­სა­ბა­მი­სად.

 

მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მათი უფლებამოსილებები

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე), რომ­­ლიდანაც ერთ-ერთი არის მთავარი არქიტექტორი.

2. უფროსის მოადგილეებს საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი.

3. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. უფროსის მოადგილეები:

) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი განყოფილებების საქმიანობას;

) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ას­რულე­ბენ მერის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კანონმდებლობით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

5. უფროსის მოადგილეების მიერ წინამდებარე მუხლის მე-4 პუნ­ქტისქვე­პუნ­ქ­ტის შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბის განხორ­ცი­ე­ლე­ბა გულის­ხმობს:

) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვე­და­ნა­ყო­ფის საკად­­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამ­სა­ხუ­რე­თა წახა­ლი­­სე­ბი­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მო­სამ­სახუ­რეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამ­სა­ხუ­რეთა სამსა­ხურებრივი მივლი­ნებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგა­ნიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვე­და­ნა­ყოფის მოსამ­სახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;

) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედა­ნაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე სტრუ­ქ­ტურული ერთეულებისათვის კონსულტაციების გაწევას.

6. უფროსის მოადგილეები მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორ­ციე­ლე­ბენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

7. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამ­სა­ხუ­რის უფროსის წინაშე.

8. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამ­სა­ხუ­რებ­რივი ურ­თი­ერ­თობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლები გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი V. სამსახურის სტრუქტურა

  

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

 

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მი­კუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) ნებართვების გაცემის განყოფილება;

) ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვა­ლეო­ბები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

 

 მუხლი 7. ნებართვების გაცემის განყოფილების უფლებამოსილებები

1. ნებართვების გაცემის განყოფილება:

) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტ­კი­ცე­ბასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას (I სტა­დია);

) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან და­კავ­ში­რებუ­ლი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას (II სტადია);

) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ად­მი­ნის­ტრაციუ­ლი აქტების პროექტების მომზადებას (III სტადია);

დ) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიე­ქ­ტის ლეგალიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომ­ზადებას;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტე­ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ვ) სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის და­ვა­ლე­ბით ახორ­ციე­ლებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფ­ლე­ბა-მო­ვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამ­სახურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შე­თან­ხ­მე­ბით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

  

მუხლი 8. ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფლება­მოსილებები

 

1. ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზ­ღვრე­ბის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტე­ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

) სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავა­ლე­ბით ახორ­ციე­ლებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლე­ბა-მოვალეობებს.  

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 9. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 

1. ა დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შე­მად­გენ­ლო­ბაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

) სამსახურის უფროსი;

) უფროსის მოადგილე;

) განყოფილების უფროსი;

) მთავარი სპეციალისტი;

) წამყვანი სპეციალისტი;

) უფროსი სპეციალისტი;

) სპეციალისტი.

  

თავი VI. სხვა დებულებები

 

მუხლი 10. სხვა დებულებები

 

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები