2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №29
2014 წლის 29 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების
დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
ა) ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული;
ბ) რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
გ) ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული;
დ) ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული;
ე) აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული;
ვ) ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული;
ზ) თამარის ადმინისტრაციული ერთეული;
თ) ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული;
ი) აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული;
კ) გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული;
ლ) კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული;
მ) ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული;
ნ) მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული.
2. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები:
ა) ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ბ) რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
გ) ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთამდე შ. ხიმშიაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარჯვენა მხარეს და ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
დ) ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს და ჭავჭავაძის ქუჩების კენტ მხარეს; ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს; მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ე) აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს; ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით კახაბრისა და ხახულის ქუჩების კვეთამდე საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს; კახაბრისა და ხახულის ქუჩის კვეთიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ხახულის ქუჩისა და მამია ვარშანიძის ქუჩის გავლით და მათი ჩათვლით და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ვ) ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის, სულაბერიძის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის კენტ მხარეს; ბაგრატიონის, სულაბერიძისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ზ) თამარის ადმინისტრაციული ერთეული - მდინარე ბარცხანის ხიდიდან თამარ მეფის გამზირის გავლით მდინარე ყოროლისწყლის ხიდამდე თამარ მეფის გამზირის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; მდინარე ყოროლისწყლის ხიდიდან მდინარე ყოროლისწყლის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა მხარეს; მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით მდინარე ბარცხანის მარჯვენა მხარეს ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებამდე, იმდაგვარად რომ თამარის უბნის საზღვრებში ხვდება აღნიშნული საწარმოები; ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებიდან, საკადასტრო საზღვრების გაყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე და აღნიშნულ მონაკვეთში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია;
თ) ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან ბაქოს ქუჩის გავლით მდინარე ბარცხანის ხიდამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით მდინარე ბარცხანის მარცხენა მხარეს ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებამდე; ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებიდან, საკადასტრო საზღვრების გაყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს; სერგი მესხის, შავშეთის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეერთებამდე სერგი მესხის ქუჩის ორივე მხარეს; სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრის შეერთებიდან ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ნონეშვილისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეერთებამდე და აღნიშნულ მონაკვეთში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია;
ი) აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით ყოფილი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებამდე (ყოფილი დ. აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი); ყოფილი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებიდან მდინარე ჭოროხისკენ მიმავალი გზის (ყოფილი დ.აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი) გაყოლებით გზის მარჯვენა მხარეს მდინარე ჭოროხთან არსებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე და მდინარე ჭოროხთან არსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაყოლებით შავ ზღვასთან შეერთებამდე; მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან არსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის კვეთამდე ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით და შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარცხენა მხარეს შორის არსებული ტერიტორია (აღნიშნულით აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: მეჯინისწყალის ნაწილი და კახაბრის ნაწილი);
კ) გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - მდინარე ჭოროხის მარცხნივ არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია (აღნიშნულით გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: ახალსოფლის ნაწილი, გონიო და კვარიათი);
ლ) კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - შავშეთის, სერგი მესხის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების გავლით ხახულისა და კახაბრის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის კენტ მხარეს; ხახულის და კახაბრის ქუჩების კვეთიდან ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით ყოფილ სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთამდე; ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ყოფილი სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით შავშეთის, სერგი მესხის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე არსებული ტერიტორია, მათ შორის „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 16 დეკემბრის №743-IIს დადგენილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ე.წ. „ბათუმგორის ტერიტორია“, რომელიც იწყება ს. მესხის ქუჩის დასაწყისიდან, შემდეგ მიუყვება სასტუმრო „თანამგზავრი“-საკენ მიმავალ საავტომობილო გზას, შემდეგ გრძელდება ბალნეოლოგიური საავადმყოფოსაკენ მიმავალი შიდა საავტომობილო გზის მიმართულებით, შემდეგ გადადის ყოფილი სოფელი ურეხის მიმართულებით და მართი კუთხით უერთდება დემეტრე თავდადებულისა და მ.ვარშანიძის ქუჩების კვეთას (აღნიშნულით კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: მახვილაურის ნაწილი, შავლიძეები, მეჯინისწყალის ნაწილი, კახაბრის ნაწილი, ინჯალო, თოდოგაური, ზედა ღელე, ურეხი და ფერიის ნაწილი);
მ) ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - ყოფილი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებიდან მდინარე ჭოროხისკენ მიმავალი გზის (ყოფილი დ. აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი) გაყოლებით, გზის მარცხენა მხარეს და ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ყოფილი სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთიდან ე.წ. მახოს ხიდის მხარეს არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია, რომლებიც არ შედის აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში (აღნიშნულით ბათუმის სამრეწველო უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: შარაბიძეების ნაწილი და დაბა ხელვაჩაური);
ნ) მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - მდინარე ყოროლისწყლის მარჯვნივ არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია (აღნიშნულით მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: მახინჯაურის ნაწილი და მწვანე კონცხი, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: სახალვაშოს ნაწილი და ჩაქვის ნაწილი).
3. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-1 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ. გვ.11).
4. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი