ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 60
თარიღი: 2011-12-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №60
2011 წლის 27 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010  წლის 31 დეკემბრის №45 დადგენილებაში  (სსმ , 10.01.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემდეგი რედაქციით:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები:
(ათას ლარებში)

დასახელება    2009 წლის ფაქტი    2010 წლის ფაქტი    2011 წლის გეგმა
შემოსულობები    124,210.8    169,638.1    201,997.9
შემოსავლები    122,075.8    160,594.2    195,397.9
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება)    2,135.0    9,043.9    6,600.0
გადასახდელები    119,769.5    165,203.3    218,372.9
ხარჯები    79,437.2    117,229.3    74,053.7
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა)    39,665.9    46,598.6    130,752.6
ვალდებულებების ცვლილება (კლება)    666.4    1,375.5    13,566.6
ნაშთის ცვლილება    4,441.3    4,434.7    -16,375.0

ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)

დასახელება    2009 წლის ფაქტი    2010 წლის ფაქტი    2011 წლის გეგმა
შემოსავლები    122,075.8    160,594.2    195,397.9
გადასახადები    7,973.8    10,547.3    10,150.0
გრანტები    106,279.9    137,290.6    175,509.9
სხვა შემოსავლები    7,822.0    12,756.3    9,738.0
ხარჯები    79,437.2    117,229.3    74,053.7
შრომის ანაზღაურება    3,320.0    4,522.6    5,082.2
საქონელი და მომსახურება    15,125.9    19,288.8    18,805.2
პროცენტი    848.2    1,238.1    2,188.6
სუბსიდიები    9,673.2    9,724.4    13,092.0
სოციალური უზრუნველყოფა    1,803.1    2,279.9    3,736.3
სხვა ხარჯები    48,666.8    80,175.6    31,149.4
საოპერაციო სალდო    42,638.6    43,364.9    121,344.2
არაფინანსური აქტივების ცვლილება    37,530.9    37,554.7    124,152.6
ზრდა     39,665.9    46,598.6    130,752.6
კლება    2,135.0    9,043.9    6,600.0
მთლიანი სალდო    5,107.7    5,810.2    -2,808.4
ფინანსური აქტივების ცვლილება    4,441.3    4,434.7    -16,375.0
ზრდა     4,441.3    4,434.7    0.0
კლება    0.0    0.0    16,375.0
ვალდებულებების ცვლილება    -666.4    -1,375.5    -13,566.6
კლება    666.4    1,375.5    13,566.6
ბალანსი    0    0    0
.“.
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 195,397.9 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-სა.“.

გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 74,053.7 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.“.

დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 121,344.2 ათასი ლარის ოდენობით.“.

ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 124,152.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 130,752.6 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 6,600.0 ათასი ლარის ოდენობით.“.

ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 204,806.3 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.“.

ზ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 218,372.9 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-სა.“

თ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 16,486.3 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 16,486.3 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“.

ი) დადგენილების დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.





საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               გიორგი კირთაძე 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები