ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2014-08-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

20

2014 წლის 29 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

 

 

ქალა ათმი მუნიციპალიტეტის მრი

აპარატის დების დამტკიბი ახ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  :

 

1. დამტკიდე ლა ათმი მუნიციპალიტეტის მერი აპარატის თადალი ებ.

2. ალდაკულად გამოცხათვმმარლი ქალქის - ათმირი ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილება (საქართველოს საკანონ­მდებ­ლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.132.016070).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

 

 

 

 

ულოს თავმდოარე                                                                     ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 


დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს დადგენილება

             2014 წლის 29  აგვისტო 20

 

ქალა ათმის მუნიციპალიტეტის რის აპარატის

 

ბ უ ლ ე ბ ა

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი (შემდგომში - აპარატი) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. აპარატი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“-სა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბა­მი­სად.

3. აპარატის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარა­ტი.

4. აპარატი შედგება აპარატის უფროსის, უფროსის მოადგილისა და აპარატში შე­მა­ვა­ლი განყოფილებებისაგან.

5.  აპარატის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონ­ქ­ვემ­დებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. აპარატი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რულებული ბალანსი და ანგარიში.

7. აპარატის იურიდიული მისამართია: . ბათუმი, ლუკა ასათიანის . 25.

8. აპარატს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. აპარატი იყე­ნებს მე­რიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

 

თავი II. აპარატის საქმიანობის პრინციპები

 

მუხლი 2. აპარატის საქმიანობის პრინციპები

 

აპარატის საქმიანობის პრინციპებია:
 ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წო­რებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

  

თავი III. აპარატის ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 3. აპარატის უფლებამოსილებები

აპარატის უფლებამოსილებებია:

ა) მერისათვის ხელშეწყობა საკრებულოსათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პრო­ექტების წარდგენის განხორციელებაში;

ბ) მერისათვის, ვიცე-მერისათვის, მერის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მი­ნი­ჭე­ბული უფლებამო­­სილების განხორციელებაში ხელშეწყობა;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების ექსპერტიზა;

დ) მერის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიციალური დოკუმენ­ტა­ციის პროექტების მომზადება და /ან შეთანხმება;

ე) მერიის (მერის) და მისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართვე­ლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართ­ველოს საერ­თო სასამართ­ლოებ­ში, პროკურა­ტურის ორგანოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სხვა სახელმწიფო ორ­გა­­ნოებ­თან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. ასევე იმ ორგანოების (ორგანიზაციების, თანამ­დე­ბობის პირების) წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამარ­თლოებში, რომ­ლე­ბ­­საც სა­ქარ­თვე­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა კოდექსით თვითმმართველი ერ­თე­ულისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი აქტით მიენიჭათ ად­­­მინის­ტრა­ციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება (მხოლოდ სამართალდარღვევის საქ­მის ან/და საჩივრის სასამართლოში განხილვისას);

ვ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) მერიის არქივის წარმოება;

ი) მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების გან­ხორ­ციელება;

კ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნ­­ვის უზრუნველყოფა;

ლ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი. საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

მ) მერიის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში კორესპონდენციის შეუფერ­ხე­ბ­ელი მოძრაობის უზრუნველყოფა;

ნ) მერიაში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსული კო­რეს­პონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა;

ო) მერიის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაცია და მისი მოვლა-შენახვა;

პ) მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება;

ჟ) მერიაში შემოსული წერილებისა და საჩივრების განხილვა;

რ) მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

ს) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობის, ატესტაციის ჩატარების ორ­გა­­ნი­ზება;

ტ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო რესურსების მართვა;

უ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ფ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

ქ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ძირი­თადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატა­რების ორგანიზება;

ღ) მერიის მომსახურება საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწ­ყობილობით, ტრანსპორტით და სხვა საკანცელარიო მასალით;

ყ) სამივლინებო ანგარიშსწორებათა ოპერატიულად განხორციელების ორგანიზება;

შ) მერიის სასაწყობო მეურნეობის მართვა, მატერიალური ფასეულობების სასაწყობო ნაგე­ბობაში განთავსება და დაცვა-შენახვა;

ჩ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება და მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.

 

 

 

თავი IV. აპარატის ხელმძღვანელობა

 

მუხლი 4. აპარატის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

 

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი (შემდგომში - აპარატის უფროსი).

2. აპარატის უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლო­ბის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მერი.

3. აპარატის უფროსი:

ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას და პასუხისმგებელია აპარატზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უფლებამოსილ პირს წარუდგენს წინადადებებს აპარატის და მერიის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ)  განსაზღვრავს  აპარატის  საქმიანობის  ორგანიზებისა  და  დაგეგმვის  წესს, ფორმებსა და მეთოდებს, აპარატის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს.

დ) კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. მონაწი­ლეობს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრაში;

ე) კონტროლს უწევს მერიის მოსამსახურეთა მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დაცვას;

ვ)  კონტროლს  უწევს  მერიის  სტრუქტურული  ერთეულების მიერ  საქმისწარმოების წესე­ბისა  და  ადმინისტრაციული  წარმოების  ვადების დაცვას;

ზ) შეიმუშავებს მერიის ადმინისტრაციულ შენობებში მოქალაქეებთან ურთიერთობის წესს;

თ) მერს წარუდგენს აპარატის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ი)   მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ;

კ) უშუალოდ იხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა სამსა­ხურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზეც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;

ლ)  ხელწერით  ადასტურებს მერიიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;

მ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს თავისი კომპე­ტენციის ფარგლებში;

ნ) ითანხმებს მერიის მიერ მომზადებულ საკრებულოს და მერის შესაბამისი სამართლებ­რივი აქტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ო) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონ- მდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერიისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმი­ნის­­რა­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

ჟ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

რ) წარმოადგენს აპარატს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;

ს) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ტ) ესწრება მერის თათბირებს;

უ)  ესწრება  საკრებულოს  სხდომებს,  სათათბირო  ხმის  უფლებით  შეიძლება  მონაწი-ლე­ობდეს საკრებულოს კომისიების (მუშა ჯგუფების) მუშაობაში;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგი­ლეების ცალკეულ დავალებებს;

ქ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს.

4. აპარატის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს აპარატის ან/და აპარა­ტის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. აპარატის უფროსი პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია აპარატის საქმიანო­ბისათვის მერის წინაშე.

6. აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თი­­­­­­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კო­დექ­­სის შე­სა­ბა­მი­სად.

 

მუხლი 5აპარატის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

 

1. აპარატის უფროსს ჰყავს აპარატის უფროსის მოადგილე (შემდ­გომში - უფროსის მოად­გილე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თანამდე­ბობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს მერი.

2. უფროსის მოადგილე:

) აპარატის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფ­ლებისას ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას;

) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

) ესწრება მერის თათბირებს;

) ესწრება საკრებულოს სხდომებს, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობ­დეს საკრებულოს კომისიების (მუშა ჯგუფების) მუშაობაში;

ე) აპარატის უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს მერიის, საკრე­ბულოს და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) აპარატის უფროსის დავალებით კოორდინაციას და კონტროლს უწევს აპარატის სტრუქ­ტრული ერთეულების საქმიანობას;

) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს აპარატის სტრუქტურული ქვედანა­ყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამ­სახურე­ები­სათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტ­როლს;

თ) აპარატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინა­და­დებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.

) აპარატის უფროსს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემდე­ბარებული აპარატის სტრუქ­ტურული ერთეულების მიერ  შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 კ) აპარატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მერიის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინე­ბულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

მ)  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

 


თავი V. აპარატის სტრუქტურა

მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები

 

1. აპარატი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება აპარატის გამგებლობას მიკუთვნე­ბული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) შესყიდვების განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) საქმისწარმოების განყოფილება;

ვ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილება;

ზ) სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეო­ბები განი­საზღვრება წინამდებარე დებულებით.

 

მუხლი 7. იურიდიული განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. იურიდიული განყოფილება:

ა) ახდენს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ბ) ცალკეულ საკითხებზე ადგენს სამართლებრივ დასკვნებს;

გ) ამზადებს საკრებულოს და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) კონსულტაციებს უწევს მერიის თანამშრომლებს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლო­ბასთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს მერიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყანაში საკა­ნონ­მდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ, მათ შორის სამართლის ცალკეული დარგების მიმდინარე და პერსპექტიული ანალი­ზით;

ვ) ამზადებს და/ან ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს და/ან ახდენს მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) ახორციელებს მერიის (მერიის სტრუქტურული ერთეულების) წარმომადგენლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში. ასევე იმ ორგანოების (ორგანი- ზაციების, თანამდებობის პირების) წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლო- ებში, რომლებსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა კოდექსით თვით­მმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი აქტით მიენიჭათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება (მხოლოდ სამართალდარ­ღვევის საქმის ან/და საჩივრის სასამართლოში განხილვისას);

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს საკრებულოში განსახილველი იმ სამარ­თლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც მერიის მიერ არის ინიცირებული;

ი) ამზადებს საკრებულოსათვის მერიის მიერ განსახილველად წარსადგენი სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციას;

კ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერიის ინტერესების დაცვას სახელ­მწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);

ლ) ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას მერის (მერიის) კომპეტენციას მიკუთ­ვნებულ საკითხებზე;

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარატის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­­­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს - იურისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფრო­სის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთი­ერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

  

მუხლი 8. შესყიდვების განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. შესყიდვების განყოფილება:

ა) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნ­ველ­ყოფს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარი­შების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუ­­­ალებით განხორციელებისას;

ე) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;

ვ)  მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე;

თ) მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებულად აკონტროლებს მედიის საშუალებების მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე გამოსაქ­ვეყ­ნებლად გადაგზავნილი ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებას, უზრუნველყოფს ამ თვალ­საზრისით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და სატენდერო კომისიას წარუდგენს წინადა­დებებს არსებული პრობლემებისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე;

ი)  შეიმუშავებს  ტენდერის  ჩატარების  შესახებ  განცხადების  ტექსტს  და  სატენდერო დოკუმენტაციას;

კ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვის  ტენდერის  საშუალებით  განხორციელე­ბისას შესაბამისი ანგარიშების შედგენას;

ლ) აძლევს კონსულტაციებს ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწ­ი­ლეობის მსურველებს;

მ) ამზადებს დასკვნებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე;

ნ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანე­ბებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე;

ო) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;

პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარატის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების        უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართის განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა) ამზადებს მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე დანიშვნისა და სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, აფორმებს შვებულებებსა და მივლი­ნე­ბებს, აგრეთვე ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამართლებრივი აქტების პროექ­ტებს;

ბ) ამზადებს მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებს, ადგენს მოსამსა­ხუ­რე­თა სამსახურეობრივ მოვალეობებს და სამუშაოს შესრულების შეფასების კრი­ტე­რიუ­მებს, უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას, დადგენილი წესით ორგა­ნ­ი­ზე­ბას უწევს ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატა­რე­ბას;

გ) ახორციელებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას და პროცესის ზედამხედველობას;

დ) შეიმუშავებს მერიის შინაგანაწესს და ახორციელებს მის შესრულებაზე კონტროლს, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს, აწარმოებს მერიის საჯარო მოსამ­სა­ხუ­რე­თა პირად საქმეებს;

ე)  უზრუნველყოფს  მერიაში  ახლადმიღებულ  თანამშრომელთა  მიერ საჯარო მოსამ­სა­ხ­უ­­რის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცე­დუ­რას, აწარმოებს მოსამსახურის ნამსახურეობის ნუსხას, უზრუნველყოფს მერიის მოსამ­სა­ხუ­რეთა მოწმობებისა და დროებითი საშვების გაცემას, ქმნის საკადრო მონაცემების ინ­ფორ­მა­ციულ ბაზას;

ვ) ამზადებს მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე სხვადასხვა დანამატების გან­­საზ­­ღვრის, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარატის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამ­სახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 10. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილე­ბის უფლება­მოსი­ლებები

 

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციას და მართვას;

ბ) უზრუნველყოფს მერიის მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  გამართულ  ექსპლუატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას;

გ) ახდენს მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას და შესრულების კოორდინაციას;

დ) ადგენს წლის განმავლობაში მერიის მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

ე) ამარაგებს მერიას საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწ­ყო­ბილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცი­ლე­ბე­ლი საქონლით;

ვ) ორგანიზებას უწევს მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას;

ზ) უზრუნველყოფს მერიის თანამშრომლებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, ადმინისტრაციული შენობებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუ­ატა­ციას და მათ მოვლა-შენახვას;

თ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინე­ბებს და ამ მიზნით ახდენს სამგზავრო ბილეთის დაჯავშნას ან ტრანსპორტით უზრუნველ­ყოფას;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარატის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთი­ერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 მუხლი 11. საქმისწარმოების განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. საქმისწარმოების განყოფილება:

 

ა) ახორციელებს მერისა და    აპარატის უფროსის თათბირების ოქმების მომზადებას, ასევე, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და აპარატის უფროსის თათბირების ოქმების დამრავლებას, მისი ამონაწერების შესაბამის თანამდებობის პირებზე დაგზავნას, მერიის სამარ­თლებრივი აქტების საბოლოო ექსპერტიზისა და რედაქტირების შემდეგ ხელმოსაწერად მომ­ზადებას;

ბ) ახორციელებს მერის სამართლებრივი აქტების შესაბამის მერიის სტრუქტურულ ერთეულებ­ზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადებას და მისი დაგზავნის უზრუნ­ველყოფას, მათ სისტემატიზაციას და შენახვას, სამართლებრივი აქტების ელექტრო­ნილი ბაზის წარმოებას.

გ) ახდენს მერის სამართლებრივი აქტების, აპარატის უფროსის თათბირების ოქმების  პროექტების რედაქტირებას, სტილისტურ დახვეწას და დამუშავებას;

დ) ახდენს მერის სამართლებრივი აქტების რეგისტრაციაში გატარებას და თანმხლები რეკვიზიტების შემოწმებას;

ე) უზრუნველყოფს აპარატის უფროსის თათბირებზე დამსწრე პირთა მოწვევას;

ვ) უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას, კორესპონდენციების ცენტრალი­ზებულ დოკუმენტბრუნვას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწ­ვდო­მობას;

ზ)  ახორციელებს  მერიაში  შემოსული  კორესპოდენციების  აღრიცხვას,

შესაბამისი  რეზოლუციების  საფუძველზე  მათ  დროულად  დამუშავებას  და  შემსრუ­ლებ­ლამდე მიწოდებას;

თ) უზრუნველყოფს მერიიდან გასული კორესპოდენციის რეგისტრაციას და დანიშნუ­ლებისამებრ ადრესატისათვის ჩაბარებას ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნას, გასული დოკუმენტების ასლის, თანდართული მასალებით დამუშავებასა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით შენახვას არქივში ჩაბარებამდე;

ი)  უზრუნველყოფს  დამტკიცებული  საქმეთა  ნომენკლატურის  მიხედვით  მერიაში ერთიან საქმისწარმოებას;

კ) უზრუნველყოფს მერიაში შემოსულ, კონტროლზე აყვანილი კორესპოდენციების შესრულების ვადების დაცვისათვის შეხსენების სისტემის მუშაობას. ცალკეულ დავალებათა დროულად შესრულების მიზნით ადგენს საკონტროლო ბარათებსა და უგზავნის შემსრუ­­ლებლებს;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილების უშუალო შესრულებას საქართვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში;

მ) ახორციელებს მერიის აპარატის, მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ გადაცემული მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, დაცვასა და დადგენილი წესით შენახ­ვას, საარქივო მასალების შენახვას და საუწყებო არქივის წარმოებას;

ნ) თანამშრომლობს ცენტრალურ არქივთან, მეთოდურ დახმარებასა და კონსულტაციას უწევს საარქივო წარმოების საკითხებში აპარატის ქვედანაყოფებს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს;

ო) უზრუნველყოფს საშვთა ბიუროს მუშაობას და მოქალაქეთა მიღებას ცალკეულ ხელმძღვანელ საჯარო მოხელესთან;

პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2.  განყოფილება მასზე  მიკუთვნებულ  უფლებამოსილებებს  ახორციელებს  მხოლოდ აპარა­ტის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ- ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 12. ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის კომპიუტერიზაციას და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიან პოლიტიკას, კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების, ოპერა­ციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნ­ველ­ყო­ფას, ასევე მერიის ვებგვერდის ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ) უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობის საფუძველზე შეიმუშავებს მერიის ტექნოლოგიების შესაძლო დანერგვის საკითხებს, ახორციელებს ინტერნეტ-ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას;

დ) უზრუნველყოფს მერიის თანამშრომელთა კონსულტირებას კომპიუტერული ტექნო­ლო­გიებისა და პროგრამების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტე­ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ვ) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარა­ტის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამ­სახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 13. სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფლებამოსილებები

 

1. სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასაწყობო ბაზების ექსპლუატაციას;

ბ) უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასაწ­ყობო ბაზებში განთავსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსე­ბული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვასა და დაცვას;

გ) უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასაწ­ყობო ბაზებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების მიღება-გაცემის დოკუმენტაციის წარმოებას;

დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე) აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ აპარა­ტის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 14. აპარატის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 

1. ამ დებულების შესაბამისად აპარატის საშტატო ნუსხით აპარატის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) აპარატის უფროსი;

ბ) აპარატის უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი სპეციალისტი-იურისტი (მხოლოდ იურიდიული განყოფილებისთვის);

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) წამყვანი სპეციალისტი-იურისტი (მხოლოდ იურიდიული განყოფილებისთვის);

ზ) წამყვანი სპეციალისტი;

თ) უფროსი სპეციალისტი;

ი) სპეციალისტი;

კ) დამხმარე მოსამსახურე.

2. მერიის აპარატის იურიდიულ განყოფილებაში ნებისმიერ თანამდებობაზე შეიძლება   დაინიშნოს პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული გა­ნათ­­ლება, რაც უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუ­მენ­ტით.

 

თავი VI. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურება

მუხლი 15. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების არსი

 

1. თუ კონკრეტული შემთხვევისთვის სხვა რამ არ დადგინდება, მერიის სისტემაში გადაწყვეტილებები მიიღება და მომსახურება წარმოებს ერთი სარკმლის პრინციპით;

2. ერთი სარკმლის პრინციპით გადაწყვეტილებათა მიღებისა და მომსახურების გაწევის მიზანია:

ა) მერიის სისტემაში გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობის უზრუნველყოფა;

ბ) უფლებამოსილებათა ნაწილის დელეგირება მერიის სტრუქტურული ერთეულის და

მერიის აპარატის ქვედანაყოფის მოხელეებზე;

გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებისას მერიის სტრუქტურული ერთეულისა და მერიის აპარატის ქვედანაყოფის მოხელეთა დამო­უკი­დებლობის უზრუნველყოფა;

დ) თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გასაწევი მომსახუ- რების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებათა და უფლებამოსილებათა მაქსიმალურად შე­საძ­­ლებელი კონცენტრაცია მერიის კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულსა და მერიის სტრუქ­ტურული ერთეულის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის კონკრეტულ მოხე­ლეზე;

ე) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მერიის სტრუტურული ერთეულის და მერიის აპარატის ქვედანაყოფის მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალ­დებულოობის უზრუნველყოფა მერიის ყველა მოხელისათვის;

ვ) ერთი სარკმლის პრინციპის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მერიის თანამდებობის პირთა ინფორმირება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა.

3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ერთეულის და საქარ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მერიის წინაშე ინიცირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი არ გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.

4. ამ თავის პროცედურული ნორმები არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის ხელმი­საწვდომობისა და გაცემის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესზე.

 

მუხლი 16. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი

 

1. მერიაში ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი იწყება მერიის აპარატის ქვედანაყოფში - მერიის აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში საამი­სოდ განკუთვნილ ადგილზე - მომსახურების სექტორში (შემდგომში - მომსახურების ცენტრი ან ცენტრი);

2. ცენტრი არ არის ორგანიზაციულად სტრუქტურირებული, მერიის ან აპარატის ან/და საქმისწარმოების განყოფილების სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. ცენტრში, მერიის მოხელეთა შორის გამიჯნული კომპეტენციისა და სფეროების მიხედ­ვით ფუნქციონირებს:

ა) სანებართვო და ზედამხედველობის საკითხთა რეგისტრაცია;

ბ) ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხთა რეგისტრაცია;

გ) სოციალურ საკითხთა რეგისტრაცია;

დ) ცხელი ხაზი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მერიის აპარატის საშტატო   განრიგითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით შეიძლება განისაზღვროს ცენტრში განსა­ხორ­ციელებელი სხვა ფუნქციები.

5. მერია უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მოწყობასა და აღჭურვას ამ მუხლის შესა­ბა­მისად ფუნქციონირებისათვის.

 

მუხლი 17. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეთა ფუნქციები და კომპეტენციის სფეროები

 

1. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეების ფუნქციებში შედის:

ა) შემოსული კორესპონდენციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბა­მი­სობის პირველადი შემოწმება, მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადაწყვეტილების მიმღების დადგენა, კორესპონდენციის რეგისტრაცია;

ბ) შემოსული კორესპონდენციის მერიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფ­ში/უფლებამოსილ მოხელესთან გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სანებართვო და ზედამხედველობის საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენ­ციის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხებები:

ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II და III ეტაპი);

ბ)  უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული (მიშენებული, დაშენებული) შენობის (ფართის) ლეგალიზაცია;

გ) მრავალბინიანი შენობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;

დ) შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება;

ე) მშენებლობის კონსერვაცია;

ვ) უნებართვოდ აშენებული იმ შენობა-ნაგებობის (ავტოფარეხის, შენობა-ნაგებობის, მიშე­ნების ან დაშენების) დემონტაჟი, რომელიც არ ექვემდებარება  ლეგალიზებას;

ზ) გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა;

თ) შენობის იერსახის (ფასადის) შეცვლა/რეკონსტრუქცის შეთანხმება.

3. ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენ­ციის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხები:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები;

გ) საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამასთან (მათ შორის, უნებართვოდ            აშენებული ავტოფარეხის, შენობა-ნაგებობის, მიშენების ან დაშენების დემონტა­ჟი­სათვის საჭირო თანხებითა და რესურსებით) დაკავშირებული საკითხები;

დ) სანიტარიული ნორმები, მომსახურება და პირობები;

ე) ადგილობრივი ტრანსპორტი, მგზავრთა გადაყვანა და ავტომანქანის პარკირება;

ვ) საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება;

ზ) გარე ვაჭრობა;

თ) გარე განათება, ქუჩებისა და ტროტუარების მშენებლობა-კეთილმოწყობა;

ი) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული კულტურისა და სპორტის ობიექტების მშენებ­ლობა-რეაბილიტაცია;

კ) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემა;

ლ) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ ინფორმაციის გაცემა;

მ) თვითმმართველი  ერთეულის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირის შესახებ ინფორ­მაციის გაცემა;

ნ)  თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემისას საწყისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა;

ო) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ღირებულების შესახებ ინფორ­მაციის გაცემა.

4. სოციალურ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხები:

ა) მიწერის მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) დროებითი სამხედრო მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხები;

გ) წვევამდელთა აღრიცხვა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, სავალ­დებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, სამხედრო ძალების რეზერვში პირთა აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზება;

დ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე თანხმო­ბის გაცემა;

ე) მიცვალებულის გადასვენებაზე ცნობის გაცემა;

ვ) გაფრთხილება/შეტყობინება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ;

ზ)  ქალაქ  ბათუმის  ადგილობრივი  ან  ქალაქ  ბათუმში  სახელმწიფოს  მიერ  განსახორ­ციელებელი პროგრამები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

 

მუხლი 18. ცხელი ხაზისა და  კორესპონდენციის შესრულების ვადების დაცვისათვის პასუხისმგებელი მოხელის კომპეტენციის სფერო

 

1. მერიის ცხელი ხაზის მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის:

ა) მერიაში შემოსულ კორესპონდენციაზე მომზადებული პასუხის/დოკუმენტის კორეს­პონ­დენციის წარმომდგენისათვის გადაცემა;

ბ) ცხელ ხაზზე (სატელეფონო საშუალებით) შემოსული ინფორმაციის დაფიქსირება და შესაბამის რეგისტრატორზე სარეგისტრაციოდ გადაცემა,

გ) საშვთა ბიუროს მუშაობისა და ცალკეულ ხელმძღვანელ საჯარო მოხელესთან მოქა­ლაქეთა მიღების უზრუნველყოფა;

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. კორესპონდენციის შესრულების ვადების დაცვისათვის პასუხისმგებელი მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის:

ა) მერიაში შემოსული კორესპოდენციების შესრულების ვადების დაცვისათვის შეხსე­ნების სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) მერიაში შემოსულ კორესპონდენციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირები­სათვის ინფორმაციის მიწოდება (რა სტადიაზე იმყოფება კორესპონდენცია);

გ) ცალკეულ დავალებათა დროულად შესრულების მიზნით საკონტროლო ბარათების მომზადება და შემსრულებლებზე დაგზავნა;

დ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

 მუხლი 19. ცენტრში მოხელეთა რაოდენობა და სამუშაო დროის განაწილება

 

მოხელეთა სამუშაო დრო და ადგილი განისაზღვრება მერიის შინაგანაწესით, წინამდე­ბარე დებულებითა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

 

მუხლი 20. გადაწყვეტილების მიღების პროცესი

 

1. მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადაწყვეტილების მიმღების დადგენის ფუნქციის შემსრულებელი მოხელე (რეგისტრატორი) რეგისტრაციაში ატარებს კორესპონდენციას (თან­დარ­თული დოკუმენტებით, ასეთის არსებობისას) და გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მერიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს/სტრუქტურული ერთეულის უფლებამო­სილ მოხელეს.

2. ცენტრში შემოსული კორესპონდენცია ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას, მათ შორის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ცენტრში შემოსული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესი განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტე­ტის მერის მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მერიის უფლება­მო­სილი სტრუქტურული ერთეულისათვის/უფლებამოსილი მოხელისათვის გადაგზავნა ხორციელდება საქმისწარმოების განყოფილების მოხელის მეშვეობით სამუშაო დღის განმავ­ლობაში არანაკლებ ორჯერ.

5. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისას, მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის/უფლებამოსილი მოხელისათვის აგრეთვე ხდება ამ მუხ­ლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გა­დაგ­ზავნა ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც.

6. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლე­ბა­მოსილი მოხელე გადაწყვეტილებას იღებს კორესპოდენციის რეგისტრაციიდან არა­უმე­ტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ერთჯერადად გაგრძელების უფლებამოსილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირო­ბების გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევაში, სათანადო არგუმენტაციით აქვს მერიის სტრუქტურული ერთეულის იმ უფლებამოსილ მოხელეს, რომელიც იხილავს კორესპონდენ­ციას.  ვადის  გაგრძელებისა  და  ამის  საჭიროების  არგუმენტაციის  შესახებ მერიის სტრუქ­ტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელე აცნობებს კორესპონდენციების შესრულების ვადების დაცვისათვის პასუხისმგებელ მოხელეს, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელ­მძღვანელს და კორესპონდენციის წარმდგენს.

8. მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/უფლებამოსილი მოხელე გადაწ­ყვე­ტილებას წერილობითი ფორმით ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებით აგზავნის ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გადაცემას კორესპოდენციის წარმდგენისათვის.

 

მუხლი 21. დოკუმენტბრუნვა კომპიუტერული ქსელის მეშვეობით

 

1. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისას, შემოსული კორეპონ­დენ­ციის რეგისტრაცია და მერიის სისტემაში მოძრაობა აგრეთვე ხდება ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მერია, სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების მეშ­ვეობით.

3. მერია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ადმინისტრირებისას უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი განცხადების/კორესპონ-დენციის მსვლელობაზე თვალყურის მიდევნებას.

 

 მუხლი 22. მოხელეთა გარანტიები და პასუხისმგებლობა

 

1. მერიის მოხელეების მიერ ამ თავით დადგენილი წესების დაუცველობა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

2. მერიის სისტემაში დასაქმებული მოხელეებისა და თანამდებობის პირთა მიერ ცენ­ტრში მომუშავე მოხელის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, აგრეთვე ცენტრში მომუშავე მერიის მოხელის ან  მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელისათვის გადაწყვე­ტილებაში ხელის შეშლა, ან მის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ  დისციპლინური   ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპ­ლინური  ზემოქმედების  ღონისძიების  შეფარდების  შესახებ  გადაწყვეტილების  მიღების საფუძველს წარმოადგენს ცენტრში მომუშავე მერიის მოხელის ან/და ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­­ლიტეტის მერიის აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათი.

 

მუხლი 23. ერთი სარკმლის პრინციპით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმირება

 

1. ამ თავით დადგენილი წესით გაწეული მომსახურების, აგრეთვე მიღებული გადაწყვე­ტილებების შესახებ ერთიან ანგარიშს ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული ცენტრში მომუშავე მოხელე როგორც წესი სამ თვეში ერთხელ მაინც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ანგარიში წარედგინება მერს და მერიის აპარატის უფროსს, აგრეთვე ინფორმაცია განთავსდება საჯარო გაცნობისათვის.

 

თავი VII. სხვა დებულებები

მუხლი 24. სხვა დებულებები

 

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები