2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №31
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულა¬რული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-8 დადგე-ნილებაში (გაზეთი „აჭარა“ №154, 10.11.2007წ., გვ:15-20) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნე¬ბისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე