2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/91
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილისა და საკრებულოს წევრის ირაკლი მიქელაძის გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ როსტოკში მივლინების შესახებ“ - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 ივლისის #03/86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შსაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 ივლისის #03/86 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი ჭეიშვილი, საკრებულოს წევრი - ირაკლი მიქელაძე და თარჯიმანი ნელი ახვლედიანი მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათლით მივლინებულ იქნენ გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ როსტოკში, ქალაქის სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასასწრებად.
„2. მივლინებულის ტრანსპორტირება ქ. ტრაპიზონის აეროპორტამდე და მივლინებიდან დაბრუნების დროს ქალაქ ტრაპიზონიდან ქალაქ ბათუმში განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა - არჩილ ლაბაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (ჰიუნდაი სონატა სახ.# CJC 967) რისთვისაც გამოიყოს 80 (ოთხმოცი) ლიტრი საწვავი.“
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი