2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №45
2010 წლის 31 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის `კ~ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები:
(ათას ლარებში)
დასახელება |
2009 წლისფაქტი |
2010 წლისგეგმა |
2011 წლისგეგმა |
შემოსულობები |
124,210.8 |
170,223.2 |
178,000.0 |
შემოსავლები |
122,075.8 |
161,203.2 |
175,300.0 |
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება) |
2,135.0 |
9,020.0 |
2,700.0 |
გადასახდელები |
119,769.5 |
182,122.2 |
186,645.0 |
ხარჯები |
79,437.2 |
127,381.6 |
58,026.5 |
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა) |
39,665.9 |
53,311.3 |
127,051.9 |
ვალდებულებების ცვლილება (კლება) |
666.4 |
1,429.3 |
1,566.6 |
ნაშთის ცვლილება |
4,441.3 |
-11,899.0 |
-8,645.0 |
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)
დასახელება |
2009 წლისფაქტი |
2010 წლისგეგმა |
2011 წლისგეგმა |
შემოსავლები |
122,075.8 |
161,203.2 |
175,300.0 |
გადასახადები |
7,973.8 |
10,100.0 |
10,150.0 |
გრანტები |
106,279.9 |
140,443.2 |
157,000.0 |
სხვა შემოსავლები |
7,822.0 |
10,660.0 |
8,150.0 |
ხარჯები |
79,437.2 |
127,381.6 |
58,026.5 |
შრომის ანაზღაურება |
3,320.0 |
4,522.6 |
5,033.2 |
საქონელი და მომსახურება |
15,125.9 |
20,331.7 |
18,467.9 |
პროცენტი |
848.2 |
1,496.9 |
2,188.6 |
სუბსიდიები |
9,673.2 |
10,031.1 |
10,826.8 |
სოციალური უზრუნველყოფა |
1,803.1 |
2,595.9 |
3,512.0 |
სხვა ხარჯები |
48,666.8 |
88,403.4 |
17,998.0 |
საოპერაციო სალდო |
42,638.6 |
33,821.6 |
117,273.5 |
არაფინანსური აქტივების ცვლილება |
37,530.9 |
44,291.3 |
124,351.9 |
ზრდა |
39,665.9 |
53,311.3 |
127,051.9 |
კლება |
2,135.0 |
9,020.0 |
2,700.0 |
მთლიანი სალდო |
5,107.7 |
-10,469.7 |
-7,078.4 |
ფინანსური აქტივების ცვლილება |
4,441.3 |
-11,899.0 |
-8,645.0 |
ზრდა |
4,441.3 |
||
კლება |
11,899.0 |
8,645.0 |
|
ვალდებულებების ცვლილება |
-666.4 |
-1,429.3 |
-1,566.6 |
კლება |
666.4 |
1,429.3 |
1,566.6 |
ბალანსი |
0 |
0 |
0 |
მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 175,300.0 ათასი ლარის ოდენობით,თანახმად დანართი 1-სა.
მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 58,026.5 ათასილარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.
მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 117,273.5 ათასი ლარისოდენობით.
მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 124,351.9ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 127,051.9 ათასილარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2,700.0 ათასილარის ოდენობით.
მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდაფუნქციონალურ ჭრილში 185,078.4 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.
მუხლი 7.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -7,078.4 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -8,645.0 ლარისოდენობით, თანახმად დანართი 5-სა. მათ შორის:
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 8,645.0 ათასილარის ოდენობით.
მუხლი 9.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -1,566.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 6-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,566.6 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 186,645 ათასი ლარის ოდენობით,თანახმად დანართი 7-სა.
მუხლი 11.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 250,0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქ. ბათუმის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად,რომლებიც გათვალისწინებული არ იყო საბიუჯეტო ასიგნებებში.
მუხლი 12.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 3,750.5ათასი ლარის ოდენობით, აქედან 762.9 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების,1,675.0 ათასი ლარი _ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული სესხის, ხოლო 1,312.6 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისათვის.
მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისადა თანადაფინანსების ხარჯები 11,800.0 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 11,800.0 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალურიინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.
მუხლი 14.
1. განისაზღვროს მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში წარმოშობილი წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვის (მათშორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების) საბიუჯეტო ასიგნებები 4.7 ათასი ლარის ოდენობით.
2. წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2011 წელს საბიუჯეტოორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვითდამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეცმთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.“
მუხლი 15.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.
მუხლი 16.
2011 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა დაორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და დანამატებისა გაცემა განხორციელდეს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციისშესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 17.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახით დაფუძნებულისაბავშვო ბაღების დაფინანსება, განხორციელდეს ვაუჩერული პრინციპით, აღსაზრდელთა რაოდენობის მიხედვით. ერთაღსაზრდელზე ვაუჩერის წლიური ოდენობა განისაზღვროს 840 ლარით. ამასთან, საბავშვო ბაღის ვაუჩერით გათვალისწინებულთანხაზე ზემოთ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერი, საბავშვო ბაღისდირექტორის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 18.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების ფარგლებშიდაფინანსდეს:
ა) «სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთაბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში» რეგისტრირებული 70000-ზე დაბალი ქულის მქონე და მარტოხელა დედებისოჯახებზე 100%-იანი შეღავათები წყლის გადასახადზე, დასუფთავების მოსაკრებელზე, ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებულსკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებში არსებულ გადასახადზე;
ბ) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალებისვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა;
გ) შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირების შეღავატებით უზრუნველყოფა;
დ) უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა;
ე) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება - მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 500 ლარისოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 700 ლარის ოდენობით და მე-5 და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისათვის 900 ლარისოდენობით;
ვ) ხუთი და ხუთზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2 000 ლარის ოდენობით,უდედმამო ბავშვების ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
ზ) პროფესიული სწავლება;
თ) საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა.
მუხლი 19.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდესსაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
მუხლი 20.
2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტისდამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №20-1 დადგენილება.
მუხლი 21.
დადგენილება ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე