ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-07-29
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებები - 06, 06/ა, 06/ბ
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბრძანება N03/86

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილისა და საკრებულოს წევრის ირაკლი მიქელაძის გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ როსტოკში მივლინების შესახებ

 

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათლით მივლინებულ იქნენ გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ როსტოკ-ში, ქალაქის სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასასწრებად.

2. მივლინებულის ტრანსპორტირება ქ. ტრაპიზონის აეროპორტამდე განახორ-ციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა, არჩილ ლაბაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (KIA CERATO სახ.# ILL 018)  რის-თვისაც გამოიყოს 40 (ორმოცი) ლიტრი საწვავი.

3. სასაჩუქრე სუვენირების შესაძენად გამოიყოს 500 (ხუთასი) ლარი, ქალაქ ბა-თუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მივლინების ხარჯებიდან.

4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუ-ღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, დღიური) ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                   ირაკლი ჭეიშვილი        

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები