ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-08-04
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/59

  

დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების მიღების შესახებ

 

 

ქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ნიკ უილკი და ატაშის თანაშემწე ანა ჯაიანი.

ვიზიტის მიზანია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა და ინგლისელი ჯარისკაცების საფლავზე მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შეფასება.

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად,

:

 

 

1. დაევალოს საკრებულოს აპარატის უფროსს (ლ.დიასამიძე) და საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსს (გ. კაჟაშვილს) ოფიციალური ვიზიტის ორგანიზება.

2. დაევალოს საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველ­ყოფის განყოფილების უფროსს (გ. კვერღელიძე) სტუმრების სადილისათვის ქ. ბათუმის საკრებულოს საბიუჯეტო ასიგნების მუხლიდან  (წარმომადგენლობითი ხარჯები)  150 (ას ორმოცდაათი) ლარის გამოყოფა და კანონმდებლობის წესების შესაბამისად ანგარიშსწორების უზრუნ­ველყოფა.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                  

 

  

    

  საკრებულოს თავმჯდომარე                                             ირაკლი ჭეიშვილი      

 

       

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები