2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1
2011 წლის 20 იანვარი
ქალაქი ბათუმი
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №46, 03.11.2010, გვ: 105-115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტობუსის (მიკროავტობუსის) ხნოვანება:
ა.ა) 5 წლამდე 10
ა.ბ) 5-დან 10 წლამდე 7
ა.გ) 10-დან 15 წლამდე 4
ა.დ) 15 წელზე მეტი 1.“.
ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ბ.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) კონდიციონერით 2.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე