ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-08-01
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/55

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსასყიდლოდ, სარგებლობაში მიღების შესახებ

 

 

   საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 1 აგვისტოს #237 ბრძანების შესაბამისად, 

 

:

 

 

1. მიღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსასყიდლო სარგებლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ჰუნდაი სონატა“ გამოშვების წელი 2012, სახელმწიფო ნომერი CJC 967 (საიდენტიფიკაციო ნომერი KMHEC41CBCA391545).

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ლევან მოდებაძემ უზრუნველყოს ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                               ირაკლი ჭეიშვილი       

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები