2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/52
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ფრაქციების სპეციალისტთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 აპრილის 01/34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ფრაქციების სპეციალისტთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 აპრილის 01/34 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფრაქციებში შრომითი ხელშეკრულებით მისაღები სპეციალისტების შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.“.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი