2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/77
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის
ოფიციალური კორესპოდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის
ნინო კახიძის ორსულობისა და მშობიარობის
გამო შვებულებაში გასვლის შესახებ
`საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის თანახმად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ვინაიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ოფი-ციალური კორესპოდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო კახიძრ 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით ითვლება კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, ამდენად მას მიეცეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 183 (ას ოთხმოცდასამი) კალენ-დარული დღის ოდენობით 2014 წლის 7 ივლისიდან 2015 წლის 5 იანვრის ჩათვლით, ხოლო გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება გაუგრძელდეს 2015 წლის 6 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თეონა ართმელა-ძეს დაეკისროს დროებით არმყოფი მოხელის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სა-კრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპოდენციის, მოქალაქთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შესრულება, დროებით არმყოფი მოხელის სამსახურში გამოსვლამდე და მიეცეს დროებით არმყოფი მოხელის შრომის ანაზღაურება.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით ანაზღაურებადი შვებულების ანგა-რიშსწორება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი