2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3
2011 წლის 31 იანვარი
ქალაქი ბათუმი
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დადგინდეს სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-სა.
2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი №2-სა.
3. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი №3-სა.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს.
5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმ-მართველ ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთ-რებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №6 დადგენილება.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ-ნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
დანართი №1
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 31 იანვარი №3
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასი
1. თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცი¬რებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება:
გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5-ს;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4-ს;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2-ს;
გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 1-ს;
გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 1-ს;
გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8-ს;
გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6-ს;
დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის.
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს:
ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1500-ს;
ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1250-ს;
ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 750-ს;
ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 600-ს;
ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 450-ს;
ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 425-ს;
ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 400-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ზონა (ქვეზონა) IMG ITL C K CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა 0,75 1,5 0,24 1500 405
II ქვეზონა 0,75 1,4 0,24 1250 315
III ქვეზონა 0,75 1,2 0,24 750 162
შუალედური ზონა
I ქვეზონა 0,75 1 0,24 600 108
II ქვეზონა 0,75 1 0,24 450 81
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა 0,75 0,8 0,24 425 61.2
II ქვეზონა 0,75 0,6 0,24 400 43.2
დანართი №2
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 31 იანვარი №3
ქვეზონები ქ. ბათუმის ზონების (ქვეზონების) აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი Iп
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ ს.ჟღენტის ქუჩამდე და ს. ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე. ნინოშვილის ქუჩა ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა „შავი ზღვის ტბამდე”, ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ჟილინის არხამდე და ზღვის სანაპირო.
1,5
II ქვეზონა საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკამდე, ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკით ს.ჟღენტის ქ.-მდე,ს.ჟღენტის ქ.-დან ნინოშვილის ქ.-ის კუთხემდე, ნინოშვილის ქუჩა (კენტი მხარე) ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა (კენტი მხარე) „შავი ზღვის ტბამდე” ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ჟილინის არხის გასწვრივ ინასარიძის და ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე, ტბელ აბუსერიძის ქუჩის (კენტი მხარე), ჭავჭავიძის ქუჩის (ლუწი მხარე), წერეთლის ქ. (ლუწი მხარე) შავშეთის ქ.-მდე, შავშეთის ქ. (ლუწი მხარე) გოგებაშვილის ქ.-მდე, გოგებაშვილის ქუჩა (კენტი მხარე), თამარ მეფის გზატკეცილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე.
1,4
III ქვეზონა გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან, ჭავჭავაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთიდან მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე წერეთლის ქუჩის ლუწ მხარეს, წერეთლისა და შავშეთის ქუჩების ბაქოს ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, ბაქოს ქუჩისა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთამდე ბაქოს ქუჩის ლუწ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთიდან გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩამდე გოგოლის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის კენტ მხარეს, ერისთავისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან შავშეთის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის ლუწ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შაფათავას ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს, შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან სულაბერიძის ქუჩის კვეთამდე შაფათავას ქუჩის ლუწ მხარეს, სულაბარიძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩის კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთამდე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
1,2
შუალედური ზონა
I ქვეზონა ტბ.აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთიდან (წრიულიდან) აჭარის გზატკეცილით ხახულის ქუჩამდე, ხახულის ქუჩა ლეონიძის ქუჩამდე,ლეონიძის ქუჩა (ლუწი მხარე) გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე, გენ. ა. აბაშიძის ქუჩის ლუწი მხარე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე,სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის (ლუწი მხარე) ლერმონტოვის ქუჩამდე, ლერმონტოვის ქუჩის (ლუწი მხარე) ბაგრატიონის ქუჩამდე,ბაგრატიონის ქუჩა (კენტი მხარე) გრიბოედოვის ქ.-მდე, გრიბოედოვის ქ. (ლუწი მხარე) ჭავჭავაძის ქ.-მდე, ტბელ აბუსერიძის ქ.ლუწი მხარე), ტბელ აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთამდე (წრიულამდე).
1
II ქვეზონა ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთიდან (ბარცხანის ხიდიდან) თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე თამარ მეფის გზატკეცილის კენტ მხარეს, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვა-ჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთამდე (შედის თამარის დასახლება, ქავთარაძის დასახლება, ბარცხანის დასახლება), ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
1
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა ა) ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე ლეონიძის ქუჩას (კენტი მხარე), სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე გენ. ა. აბაშიძის ქუჩას (კენტი მხარე), ლერმონტოვის ქუჩამდე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩას (კენტი მხარე), ბაგრატიონის ქუჩამდე ლერმონტოვის ქუჩას (კენტი მხარე), (კენტი მხარე) გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩას, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთამდე გურამიშვილის ქუჩას (კენტი მხარე), შავშეთის ქუჩამდე შაფათავას ქუჩას (კენტი მხარე), შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სერგო მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩას (ლუწი მხარე), ხახულის ქუჩამდე მამია ვარშანიძის ქუჩას (ქუჩის ორივე მხარე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში) და ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთამდე ხახულის ქუჩას (ქუჩის ორივე მხარე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში) შორის არსებული ტერიტორია.
ბ) ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან ზღვის გასწვრივ მდინარე ჭოროხამდე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპირო ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვის მთლიანი პერიმეტრის გაყოლებით ბათუმი-ხელვაჩაურის საავტომობილო ტრასისა და ხახულის ქუჩის კვეთაში (მდ. მეჯინისწყლის მარცხენა სანაპირომდე), მდ. მეჯინისწყლის მარცხენა სანაპიროს გაყოლებით აეროპორტის გზატკეცილამდე, აეროპორტის გზატკეცილიდან კობალაძის ქუჩის კვეთამდე (ჟილინის არხის მარცხენა სანაპირომდე), ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან შავ ზღვამდე.
0,8
II ქვეზონა შავშეთის, მამია ვარშანიძის და სერგი მესხის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, შავშეთისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და ერისთავის ქუჩების კვეთიდან გოგოლის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გოგოლის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის კვეთიდან ფაღავას ქუჩის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩის კვეთიდან თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფაღავას ქუჩას, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთამდე (შედის ე.წ. გოროდოკის დასახლება და „თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 18 დეკემბრის №743-ს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიები) და მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
0,6