2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/51
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2014 წლის 17 ივლისს 1100 საათზე მოწვეულ იქნეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის არჩევა;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის არჩევა;
ე) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა;
ვ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
ზ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
თ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
ი) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
2. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
3. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი