ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-07-15
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/50

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ბეჭდების შეცვლის შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად შეიცვალა ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველის სახელწოდება, კერძოდ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ნაცვლად იგი იწოდება, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად უნდა მოხდეს საკრებულოში არსებული ყველა ბეჭდის განადგურება და ახალი ბეჭდების დამზადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  

 

:

  

1. განადგურებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემდეგი ბეჭდები, თანახმად დანართისა.

 

2. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდების განადგურება უზრუნველყოს კომისიამ. კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)

ლიანა დიასამიძე

- საკრებულოს აპარატის უფროსი;

 

ბ)

სულიკო შვენთიძე

- საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი;

 

გ)

გიული კვერღელიძე

- საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

 

დ)

თეა სარჯველაძე

- საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპოდენციის, მოქალაქეთა განცხადებების და  კადრების აღრიცხვის განყოფილების უფროსი;

 

ე)

ბაკურ ბოლქვაძე

- საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

3. ბეჭდების განადგურების თაობაზე კომისიის მიერ შედგენილ იქნას წერილობითი აქტი. ბეჭდების განადგურება განხორციელდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი შემდგომი გამოყენება.

4. საკრებულოს აპარატს (ლიანა დიასამიძე) დაევალოს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ბეჭდების ახალი ვარიანტის დამზადება, სადაც თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ნაცვლად მითითებული იქნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები